“ჩვენც მოგვარტყით” - ამ ლოზუნგით, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.
აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.
„ჩვენ მოვედით, რომ მას ვუთხრათ, ჩვენც იგივენაირი სამიზნეები ვართ, როგორც 20-ში იყო მაკო და გიორგი, როგორც ის ასეულობით ადამიანი, რომლებიც დაზარალდნენ და რომლებმაც მიიღეს მძიმე დაზიანება, მათ შორის მედიის წარმომადგენლებმა. მას ძალიან მარტივად შეუძლია იგივე წარმატებით, ახლა გასცეს ბრძანება და მისი ქვეშევრდომები უპრობლემოდ, ცივსისხლიანად დაგვთხრიან თვალებს. ზუსტად იგივენაირი სამიზნეები ვართ და საფრთხე არ გაჩერებულა, საფრთხე მატულობს ყოველდღიურად, იმიტომ რომ როგორც ჩანს, არ აპირებს ბატონი ივანიშვილი უკან დახევას, აქებს და ადიდებს გიორგი გახარიას და აგერ ვნახოთ, ბატონო ბიძინა, ბატონო გიორგი, ვინ იქნება მაგარი ბიჭი და ვინ დარჩება ბოლოს მოგებული" - აღნიშნა მაქარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






