"ქართული ოცნების" რაჭის ახალგაზრდული მოძრაობის თავმჯდომარე და ამავდროულად, ააიპ საფეხბურთო კლუბი რაჭის დირექტორი ელიზბარ იგივე ბუთა კობახიძე, სოციალურ ქსელში რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.
ბუთა კობახიძის თქმით, სისხლი დაიღვრება და აქციის ყველა მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდება.
„აი, კოჰაბიტაციის ახლადგამოჩეკილი ნაბიჭვარი ნაცები, სულ მალე მოგიტ..ავთ დედას, საქართველოდან გა..ჯმევები აქვთ. სოროსის ვირთხები, მტრები ქართული აზროვნების ფუნდამენტის და რელიგიის. სისხლი დაიღვრება და სათითაოდ გაგისწორდებათ ქართველი ერი. ჩვენ მყარ რწმენაზე აღზრდილი თაობა ამას არ დავუშვებთ დაგილეწავეთ და არ გაგატარებთ ქართველები, მოგზავნილო სოროსელებო" - წერს კობახიძე.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, რომელიც 20 ივნისის შემდეგ მიმდინარეობს ბუთა კობახიძემ ცოტა ხნის წინ პროვოკაციის მოწყობა სცადა.
მასალის გამოყენების პირობები






