მუხრან მაჭუტაძე მსაჯის პროფესიას საინტერესოდ მიიჩნევს
სპორტი - 14:14, 11 May, 2017     1915

თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში, მან უკვე ბევრი რამ მოასწრო _ საერთაშორისო ჯილდოების მოპოვებით დაწყებული, წარმატებული მომავალი თაობის აღზრდითა და მსაჯობით დამთავრებული. ჩვენი სახელოვანი ფალავანი _ მუხრან მაჭუტაძე ჭიდაობის, მწვრთნელობისა და მსაჯობის შესახებ გვესაუბრება:

ჭიდაობა ძალიან შრომატევადი სპორტია, ფიზიკური დატვირთვა სჭირდება, ჩვენთვის გართობა ნაკლებადაა, სისტემატურად ვვარჯიშობთ, დღეში რამდენიმე საათს. მთავარი შრომაა, მოთმინება, ნებისყოფა, სხვაგვარად არაფერი გამოვა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება თანაბრად მაღალ დონეზე უნდა იყოს. ვარჯიშებს თუ არ შეასრულებ, შენს შეცდომებს არ გამოასწორებ, ვერაფერს მიაღწევ. 100%ით ჩართული უნდა იყო. შეჯიბრებაზე გასვლის წინ, მღელვარებაც ახლავს, ზოგი ადვილად სძლევს ამ ნერვიულობას, მაგრამ ზოგი უფრო ისტრესება და იმდენად ნერვიულობს, შეიძლება, მაგარ ფორმაში იყოს, მაგრამ გასვლისას ვეღარაფერი ქნას. ამიტომ, მსაჯი ყოველთვის უნდა ეცადოს, სპორტსმენებს ხელი არ შეუშალოს შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენაში და ისინი ფსიქოლოგიურად არ დათრგუნოს. საერთოდ, თუ კარგ ფორმაში ხარ და მთელი წლის განმავლობაშიც ბევრი იშრომე, მეტად თავდაჯერებულიც ხარ და შესაბამისად, სტრესიც ცოტაა. იღბალსა და გამართლებასაც მნიშვნელობა აქვს.

როდესაც აზერბაიჯანში მწვრთნელად წავედი, ერთობლივად პროგრამა შევიმუშავეთ, ვარჯიშის გეგმა ზუსტად გვქონდა ჩამოწერილი _ გამძლეობის, ტექნიკის, ტაქტიკის და ა.შ. სხვათა შორის, ისეთი კარგი გეგმა იყო და იმდენად სწორად იმუშავა, რომ ერთ წელიწადში აზერბაიჯანელმა სპორტსმენმა მსოფლიო თასი მოიგო. იქ კარგი სამწვრთნელო გამოცდილება მივიღე. როცა სხვაზე მუშაობ, გაცილებით მეტი ყურადღება გჭირდება, ვიდრე საკუთარ თავზე. შენ უნდა მოამზადო ამ ყველაფერში, ისე სპორტსმენს ვერ გაზრდი, თავისებური მიდგომა სჭირდება და ეს ყველაფერი ადვილი არ არის. მაგრამ როცა წლებია ემსახურები საქმეს, უკვე იცი, რა უნდა აკეთო, რთულია, მაგრამ ადვილად გადალახავ. დამწყებ სპორტსმენებს ვურჩევდი, ყურადღებით მოუსმინონ თავიანთ მწვრთნელებს და მაქსიმალური აკეთონ, ყველაფერი აიღვისონ, დაიხარჯონ, შეცდომები გამოასწორონ და ა.შ. ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება თანაბრად მაღალ დონეზე უნდა იყოს. ვარჯიშებს თუ არ შეასრულებ, შენს შეცდომებს არ გამოასწორებ, ვერაფერს მიაღწევ. 100%ით უნდა იყო ჩართული.

როცა ცხოვრებისეული და სპორტული გამოცდილება დამიგროვდა და შეჯიბრებებზე მსაჯის ამპლუაშიც მიწვევდნენ, ეს კიდევ სხვა ეტაპი და პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის. მიმსაჯია, მაგალითად, მუხრან ვახტანგაძის, კობა კაკალაძის და სხვა საერთაშორისო ტურნირებზე, ჩემთვის ეს საინტერესო გამოწვევა იყო, საკუთარი თავიც სხვა კუთხით დავინახე და ახლა უკვე სპორტსმენის მიერ შესრულებულ ილეთებსაც სხვა თვალით ვაფასებდი, უფრო პროფესიონალურად და მეტი სიფრთხილით, მეტი დაკვირვებით, რადგან მსაჯი ობიექტური უნდა იყოს და არაფერი გამოეპაროს. თავიდან, მათთან ერთად ცოტას მეც ვღელავდი, როგორ გავუძღვებოდი ამ, ფაქტობრივად, მაინც ახალ საქმეს, მერე კი მივხვდი, რომ მსაჯობაც ის საქმეა, რომელიც ძალიან მომწონს. ზოგადად, სპორტი და ყველაფერი მასთან დაკავშირებული, ჩემი ცხოვრების მთავარი და მნიშვნელოვანი ამოსავალი წერტილია, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახთან ერთად, რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.

მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა სპორტსმენს, მე კი ჩემი მხრიდან მათ მაქსიმალურად დავეხმარები ყველაფერში, რაც შემიძლია.


მარი გადრანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42