აჭარაში “ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაცია შეიქმნა
პოლიტიკა - 14:06, 17 Jul, 2019     400

დღეს “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა.

სამუშაო შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე აჭარის „ქართული ოცნების“ ორგანიზაციის თავმჯდომარედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის თქმით, თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას პარტიის ყრილობა დაამტკიცებს, რომელიც გაზაფხულისთვის იგეგმება.

„ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ პარტიული მუშაობა. ის , რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ძირითადად არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა, მხოლოდ არჩევნებზე აქტიურდებოდა, ჩვენ ამ რეჟიმზე უარს ვამბობთ და ყველა დრო, არჩევნებიდან არჩევნებამდე შუალედიც უნდა იყოს მსგავსი და უფრო აქტიური. მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან. ჯერ საჯაროდ არ გაგვიცხადებია, მაგრამ ქართული ოცნების აქტივი ხელისუფლებიდან, საკრებულოებიდან, პარლამენტიდან უკვე გასულია რეგიონებში, მაღალმთიან რეგიონებში. სექტემბრიდან ჩვენ გაცილებით უფრო მეტად აქტიურები ვიქნებით. ჩვენ გავალთ და ვუპასუხებთ ყველა შეკითხვას, მათთან გვექნება ძალიან ბევრი პოლემიკა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხთან დაკავშირებით, გავაცნობთ ახალ ბიუჯეტს განსაკუთრებით რეგიონებში და რაიონებში. ყველას აშფოთებს წყალი, გზა, კანალიზაცია და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. მათთან ერთად დავიხვეწებით თანხების ეფექტურად განკარგვაში, როგორ მოახერხოს ეს ხელისუფლებამ. აქტიურ კომუნიკაციას აღვადგენთ თქვენი და ჟურნალისტების საშუალებით, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციით ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. რაც მე დავპირდი, იმას უნდა დავარქვათ თავისი სახელი“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაცია აჭარაში პირველად შეიქმნა.

ორგანიზაციის პრეზენტაციას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები: გენერალური მდივანი - კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი - ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი - ირაკლი ღარიბაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42