„როგორც გაბუნიას მონოლოგის შემდეგ გამოვარდა მთელი მთავრობა და დაგმო, ახლაც გამოვიდნენ და დაგმონ ლავროვის მოწოდება“ - ხატია დეკანოიძე
პოლიტიკა - 13:17, 17 Jul, 2019     1291
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ხატია დეკანოიძე მმართველ გუნდს მოუწოდებს, რომ ისევე დაგმოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, როგორც ჟურნალისტის მიერ პუტინის შეურაცხყოფა დაგმო. დეკანოიძის შეფასებით, საქართველო ხელისუფლება პროდასავლურ ძალებს, სწორედ რუეთის დავალებით ებრძვის:


„ნებისმიერი ინსტიტუციონალური, პროდასავლური განწყობა და ორგანიზაცია საქართველოში, იქნება ეს „რუსთავი 2,“ პროდასავლური პარტიები, პროტესტი, აქციები ახალგაზრდების, ეს არის საფრთხე რუსეთისთვის, ვინაიდან რეალურად წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების პროდასავლურ განწყობას. რუსეთისთვის ერთადერთი მისაღები მოცემულობა ეს არის „ქართული ოცნება," "პატრიოტთა ალიანსი“ და ვასაძისნაირი ფაშისტური ჰომოფობიური ძალები. აი, სწორედ ამიტომ უტევს "ქართული ოცნება" რუსეთის დავალებით "რუსთავი 2"-ს და პროდასავლურ პარტიებს. სწორედ ამიტომ არ მოსწონს პროტესტი, რომელიც მიმდინარეობს რუსთაველზე. შესაბამისად, მაშინ როცა კერძო კომპანიის საავტორო გადაცემაში, თუნდაც უხამსი მონოლოგის შემდეგ გამოვარდა, დაეწყო მთელი მთავრობა და დაგმო მონოლოგი და შემდეგ უკვე პუტინს სანქციებთან დაკავშირებულ განცხადებაზე, მას მოუხადეს მადლობა. ახლაც გამოვიდნენ, დაგმონ ლავროვის მოწოდება და რეალურად უწოდონ საჯაროდ მას, როგორც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა.“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზირებას ქვეყანაში და რუსების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების აღმოფხვრას. ლავროვის თქმით, კრემლი საქართველოს ხელმძღვანელობისგან ელოდება იმ ზიანისა და საფრთხის მალე გაცნობიერებას, რომელსაც ანტირუსული ისტერიის გამძაფრება მოიტანს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42