"გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა, შს სამინისტრო აღარ იარსებებდა, მადლობა ღმერთს..."- ივანიშვილის თქმით, "გავრილოვის ღამეს" პოლიციამ ლეგიტიმური ძალა გამოიჩინა
პოლიტიკა - 13:04, 17 Jul, 2019     1358
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს იცავს და ამბობს, რომ გახარიას გადადგომა მიუღებელია. მეტიც, ექსპრემიერის თქმით, 20 ივნისის შემდეგ, გიორგი გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ლამის მადლობა გადაუხადა შსს მინისტრს მომიტინგეების ძალისმიერი დაშლისთვის.

"ის რომ გახარია გადადგეს ე.ი. შს სამინისტრო აღარ არსებობს"- უთხრა მედიას ივანიშვილმა.

"არც ვაშინგტონიდან არც ევროპიდან ვინც ნახა ეს კადრები, არავის კითხვა არ აღეძვრის ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული. ლეგიტიმურობაზე კითხვა რომ აღძრულიყო ამ შემთხვევაში დადგებოდა შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის არც ევროპიდან, ვიცი ვაშინგტონის პოზიცია, შევხვდი ელჩებს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე კითხვა არავის არ აღეძვრის. შესაბამისად შს მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არ აქვთ.

შს სამინისტროდან რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი გახარია, თუ ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული ამაზე მიდის გამოძიება. ერთი პოლიციელი ბრალდებულია, დანარჩენს დაველოდებით, გახარიას გადადგომა იქნებოდა სამშობლოს ღალატი. გახარია რომ გადამდგარიყო ეს ბიჭები ვინც ამას ორგანიზებას უკეთებდნენ და ის პოლიტიკოსები ვინც ამ მოწოდებებს აკეთებდნენ და ახერხებდნენ რომ პარლამენტში შესულიყვნენ, რა უნდოდათ პარლამენტში,ძალით რომ შედიოდნენ კითხვები დაუსვით, თუ არა გადატრიალება? რა თქმა უნდა, ეს სურდათ.

ის რომ გახარია გადადგეს ე.ი. შს სამინისტრო აღარ არსებობს. ძალადობა, ძალის მიტანა სახელმწიფო ინსტიტუტზე, პარლამენტზე როდესაც ხდება და მას პოლიცია ვერ დაიცავს, რა თქმა უნდა, შს მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს. მაგრამ მან მოახერხა დაიცვა მოძალადეები, დაიცვა მოძალადე პოლიტიკოსები, დაიცვა თქვენი მეპატრონეები, "რუსთავი 2," მოახერხა, რომ ახალი უბედურება არ მისცა ქვეყანას
გახარიამ და შს სამინისტრომ მადლობა ღმერთს, რომ ღირსეულად მოახერხა და მეამბოხეებისგან, მოძალადეებისგან დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ის რომ უბედურება არ მოხდა,"- განაცხადა ივანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42