ივანიშვილი ამბობს, იმასაც რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, არ არის გამორიცხული შეიქმნას კოალიციური მთავრობა.
ჟურმალისტებმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ჰკითხეს, გამორიცხავს თუ არა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას, რაზეც ივანიშვილმა თქვა, რომ ენმ-ს გარდა, ყველასთან თანამშრომლობა შეიძლება.
"პროპორციული სისტემის დაშვება 2020 წლიდან უკვე გულისხმობს იმას, რომ ალბათობა რომ ერთმა პარტიამ, მათ რიცხვში "ქართულმა ოცნებამ" გადალახოს 50 პროცენტიანი ბარიერი, იქნება რთული, თუმცა ეს არის შესაძლებელი, მაგრამ არა აუცილებელი, თუ გნებავთ ჩემი გადმოსახედიდან.... ის, რომ მეტმა პარტიამ აიღოს პასუხისმგებლობა მართვაზე, საზოგადოების წინაშე, პროპორციული სისტემა ამას უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას. დროს, რაც შეეხება, რატომ შევვცალეთ გადაწყვეტილება ეს მე ჩემს განცხადებაში ავხსენი. მზაობა იგრძნობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან. მათ აქვთ მზაობა ჩართულობის. მეტი პარტია ჩაერთოს, მეტი პასუხისმგებლობა იყოს, მეტმა გაიზიაროს. თუმცა მე არ გამოვრიცხავ, რომ უმრავლესობითაც მოვიდეთ 2020 წელს და თუ არა, ამის ალბათობა არსებობს, "ნაციონალური მოძრაობის" გადა, ვითანამშრომლებთ, ალბათ, ყველასთან," - თქვა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






