N6 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები გადაეცა
პოლიტიკა - 11:21, 17 Jul, 2019     776

წიგნი ციხის ბიბლიოთეკას - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ ერთად ჩაატარა. კამპანიის ფარგლებში ორივე უწყების წარმომადგენლები N6 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და წიგნების გადასცეს.

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თათია ხოჭოლავას განცხადებით, კამპანია იუსტიციის მინისტრის ინიციატივითა და უშუალოდ, მსჯავრდებულთა თხოვნით დაიგეგმა. მასში ორივე უწყების თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვნენ და 330-მდე წიგნი შეგროვდა.

„პენიტენციურ დაწესებულებაში მრავალფეროვან და განახლებულ ბიბლიოთეკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეაბილიტაციის პროცესში. N6 დაწესებულების ბიბლიოთეკა კი ყველაზე მეტად საჭიროებდა განახლებას. წიგნი არა მხოლოდ ცოდნისა და ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალებაა, არამედ იგი მსჯავრდებულს დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს.

კამპანიის ფარგლებში შეგროვებული წიგნები თემატიკისა და ჟანრის მიხედვით გადაირჩა. ყველაზე მეტი წიგნი N6 დაწესებულებას ერგო, ხოლო წიგნების ნაწილი N5 (ქალთა) და N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებების ბიბლიოთეკებს გადაეცემა. დარწმუნებული ვარ, კამპანიის ფარგლებში შეგროვებული წიგნები საინტერესო იქნება მოცემულ დაწესებულებებში განთავსებული პატიმრებისთვის,“- განაცხადა თათია ხოჭოლავამ, რომელმაც საზოგადოებას აღნიშნულ კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდა.

მეექვსე დაწესებულების ბიბლიოთეკის განახლებაში დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თითქმის ყველა თანამშრომელი მონაწილეობდა. ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა ახლად გამოცემული შემეცნებით-საგანმანათლებლო და მხატვრული ლიტერატურა. მათ შორის არის როგორც თანამედროვე, ისე კლასიკოსი ავტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებების მრავალტომეულები, სათავგადასავლო ლიტერატურა და სხვა. პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების მხარდამჭერი კამპანია მომავალშიც გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42