„ველოდებით იმ ზიანისა და საფრთხის მალე გაცნობიერებას, რომელსაც ანტირუსული ისტერია მოიტანს“- ლავროვმა ავიამიმოსვლის აღდგენის პირობა დაასახელა
პოლიტიკა - 10:44, 17 Jul, 2019     2369
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Аргументы и Факты-სთან ინტერვიუში, საქართველოში არსებულ ვითარებაზე და რუსეთ-საქართველოს დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა. სერგეი ლავროვის თქმით, კრემლი საქართველოს ხელისუფლებისგან, ანტირუსული ისტერიის გაღვივების ზიანისა და საფრთხის გაცნობიერებას ელოდება:


„ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობა - ეს საქართველოს შიდა საქმეა. ამ პროცესში ჩარევას არ ვაპირებთ, თუმცა არ შეიძლება არ გვაღელვებდეს ქართული პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი რადიკალური განწყობების მქონე წარმომადგენლის მცდელობები, რომ რუსფობიური განწყობები გააღვივონ და ჩვენი ხალხები წააჩხუბონ.

ასეთი მოღვაწეები ნაკლებად ფიქრობენ იმ ზიანის შესახებ, რომელიც მათ მოაქვთ საკუთარი ქვეყნისთვის, თავისი ხალხი კეთილდღებაზე, რომელიც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია რუსეთთან ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობის ხარისხზე.

ველოდებით საქართველოს ხელმძღვანელობისგან იმ ზიანისა და საფრთხის მალე გაცნობიერებას, რომელსაც ანტირუსული ისტერიის გამძაფრება მოიტანს. ბოლოს და ბოლოს მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ თბილისში იპოვა საკუთარ თავში ძალა დაეგმო ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეარხის სამარცხვინო გამოხდომა რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხოფით, რამაც აღშფოთება გამოიწვია თვით ქართულ საზოგადოებაშიც.“- აღნიშნა ლავროვმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული ზომების გაუქმების პირობასაც ასახელებს, ლავროვის თქმით იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზირებას და რუსების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების აღმოფხვრას მიღებული ზომები შესაძლოა გაუქმდეს, მათ შორის ავიამიმოსვლის აკრძალვაც:

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზირებას ქვეყანაში და რუსების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების აღმოფხვრას. იმ შემთხვევაში თუ ეს მოხდება, შეიქმნება აუცილებელი პირობები იმისთვის, რომ გადაიხედოს რუსეთის მიერ უსაფრთხოების მიზნით მიღებული ზომების გაუქმების შესაძლებლობა, მათ შორის ავიამიმოსვლის აკრძალვას. ჩვენ გვინდა ვიმეგობროთ და ვითანამშრომლოთ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ.“- განაცხადა სერგეი ლავროვმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42