"მექაჩებოდა, ანგარიშს გაგისწორებო... აიღო საქაღალდე და სახეში ჩამარტყა" - დაპირისპირება სენაკის მერიის უწყებაში
პოლიტიკა - 09:58, 17 Jul, 2019     878
სენაკის მერიის აიპ-ების გაერთიანების ცენტრში გუშინ დირექტორის მოადგილესა და სპეციალისტს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც მზია გადელია ამბობს, განსხვავებული აზრის გამო, დათო ჭითავა მას ოთახში შეუვარდა და ძალის გამოყენებით შეეცადა საკუთარ კაბინეტში შეეყვანა, მოგვიანებით კი ხელიც დაარტყა. აიპ-ების გაერთიანების ცენტრის ნაცემი თანამშრომელი, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია. მისი თქმით, ეს უკვე მესამე მსგავსი შემთხვევაა, თუმცა ჭითავა არასდროს დასჯილა. გადელიამ პოლიციას უკვე მიმართა. სამართალდამცველები მას გვიანობამდე კითხავდნენ. დაპირისპირების ფაქტს ადასტურებს აიპ-ების გაერთიანების დირექტორი.


"ვიჯექი ჩემს სამუშაო ოთახში, გაიღო კარი და შემოვიდა დირექტორის მოადგილე დათო ჭითავა, რომელიც არის ხუთჯერ ნასამართლევი. დამავლო ხელი და მითხრა, მექაჩებოდა წამოდი ჩემთან ოთახში შენთან გასასწორებელი მაქვს რაღაცაო, მე ანგარიშს გაგისწორებო. ამასობაში მე მაგას არ დავნებდი, წავართვი ჩემი ხელი ამასობაში მან აიღო საქაღალდე და სახეში ჩამარტყა. ხან ფულს მთავაზობენ, ხან ჩამწერს მიდგამენ, ხან აჩრდილივით ამეკიდებიან, მდევნიან ქუჩაში, მაგრამ ვერაფერს ვერ მიაღწიეს."- განაცხადა საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის თანამშრომელმა მზია გადელიამ "რუსთავი2"-თან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42