მინისტრის განცხადებით, სამთავრობო გეგმა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას ითვალისწინებს, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიგამართული შეხვედრების დროს დასმული პრობლემური საკითხების შესწავლის შემდეგ განისაზღვრა.
ერთ-ერთ ასეთ საკითხად ნათია თურნავამ ტურიზმის ბიზნესში დასაქმებული კომპანიების ფინანსური ვალდებულებები დაასახელა, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ მცირე საოჯახოსასტუმროებს დააწვა. მინისტრის თქმით, აღნიშნული ბიზნესსეგმენტისთვის საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსება განიხილება. „ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთკონკრეტულ კრიტერიუმებზე. ერთ-ერთი მექანიზმი, რაც იქნება გამოყენებული, ესაა პროგრამა „აწარმოე საქართველოში"-ს ფარგლებში ამ მიმართულების მომსახურება," - განაცხადა ნათიათურნავამ.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საკრედიტო - საგარანტიო სქემაზე, რომელიც, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მთლიანად იქნება ორიენტირებული ტურისტულ ბიზნესებზე. აღნიშნული სქემა დამატებით უზრუნველყოფას შესთავაზებს ბანკებს, რათა არ გაჩერდეს არამარტო არსებული ბიზნესები, არამედ დაფინანსდეს მათი გაფართოება და პერსპექტიულიპროექტები.
სამთავრობო გეგმის მესამე მიმართულებაა მარკეტინგული პროექტები. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ძირითადი აქცენტი გლობალური პლატფორმების მეშვეობით საქართველოსპოზიციონირებაზე გაკეთდა. „გვაქვს მიმდინარე კონტრაქტები „სი-ენ-ენ"-თან, „ბლუმბერგთან", National Geographic-თან, ასევე ვსაუბრობთ Google-თან და ამ გლობალური პლატფორმებისმეშვეობით მათი წვდომის არეალი იქნება მაქსიმალური და ეფექტური. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ საქართველო არის უნიკალური და უსაფრთხო ტურისტული ადგილი, ტურისტულიბაზარი," - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია რვაასამდე სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტის, ბლოგერის , ტუროპერატორის ჩამოყვანა. „მხოლოდ ივლისში 200-მდეჟურნალისტი უკვე სტუმრობს საქართველოს. ისინი, ძირითადად, ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები არიან, მაგრამ მათ შორის არიან ჟურნალისტები და ბლოგერები ახალი პერსპექტიულიბაზრებიდან, როგორიცაა საუდის არაბეთი. ჩვენ ვაცნობთ მათ საქართველოს, ისინი კი ჩვენს ქვეყანას თავიანთ მკითხველს გააცნობენ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






