პრეზიდენტის ვიზიტი მიუნჰენში - დაგემილ 2 ღონისძიებაზე სტუდენტებს დასწრების საშუალება არ მიეცათ
პოლიტიკა - 20:39, 16 Jul, 2019     785
მიუნჰენში საქართველოს პრეზიდეტსა და სტუდენტებს შორის დაგეგმილ შეხვედრებზე ინფორმაცია ვრცელდება. გერმანიაში ქართული სათვისტომოს "ფეისბუქ" გვერდზე წერენ, რომ 14 ივლისს მწვავე დისკუსიის შემდეგ ახალგაზრდებს შეხვედრებზე დასწრების უფლება არ მისცეს. კერძოდ, 15 ივლისს დაგეგმილი იყო 2 ღონისძიება, რომლებსაც სტუდენტები უნდა დასწრებოდნენ.


მოგვიანებით კი საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა გერმანიაში, ირინე ჩიხლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორივე ღონისძიება დაიხურა, ამ გარემოებამ კი სტუდენტების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან რამდენიმე მათგანმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის სამსახურიდან თავი გაითავისუფლა. მეორე დრეს კი ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდებს შეეძლოთ დასწრებოდნენ ღონისძიებას. დამატებითი განმარტებები კი ირინა ჩიხლაძის მხრიდან აღარ გაკეთებულა. თავად ირინე ჩიხლაძე კი ამ ღონისძიებას დაესწრო, როგორც თვითონ ამბობს, მხოლოდ 10 წუთი.

სტუდენტებმა ახალგაზრდა ელჩს კატეგორიულად მოსთხოვეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კონკრეტული პიროვნების დასახელება, რომელმაც მიაწოდა მას არასწორი ინფორმაცია და შეიყვანა შეცდომაში. მის ვინაობას კი ირინე ჩიხლაძე არ ამხელს, ის მხოლოდ მიმოწერას ასაჯაროებს.

"როგორც მოგეხსენებათ 14 ივლისს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრამ ქართველ სტუდენტებთან მიუნხენში მწვავე დისკუსიის ფონზე ჩაიარა. 15 ივლისს დაგეგმილი იყო ევრო ბასკეტის მასპინძლის შერჩევისადმი მიძღვნილი 2 ღონისიძიება, რომელებსაც აღნიშნული სტუდენტები საქართველოს დელეგაციის წევრების რანგში უნდა დასწრებოდნენ. 15 ივლისის, დაახლობით 11 საათზე საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა გერმანიაში, ქალბატონმა ირინე ჩიხლაძემ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია, რომ ორივე ღონისძიება დაიხურა და სტუდენტებს მასზე დასწრების საშუალება აღარ ექნებოდათ, რის დასადასტურებლადაც აღნიშნულმა ქალბატონმა სტუდენტების ჯგუფში ფეისბუზე გააზიარა ინფორმაციის ეგრეთ წოდებული სქრინშოტი. აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია სტუდენტების უკმაყოფილება, რადგან რამდენიმე მათგანმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის სამსახურიდან თავი გაინთავისუფლა.

16 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 15 ივლისს 16.30 წუთზე სასტუმრო ბაირიშე ჰოფში მისულ პიროვნებებს, რომლებსაც ჰქონდათ ღონისძიებაზე დასწრების სურვილი, ჰქონდათ ასევე თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა და არ იყო აღნიშნული ღონისძიება დახურული. აღსანიშნავია რომ თითონ ქალბატონი ირინე დაესწრო ამ ღონისძიებას, როგორვ თითონ აღნიშნა მხოლოდ 10 წუთი. სტუდენტებისთვის კი მას არ მიუწოდებია ინფორმაცია იმ მოტივით, რომ ღონისძიება მალევე მორჩებოდა და “აზრი არ ჰქონდა.”

სტუდენტებმა ქალბატონ ახალგაზრდა ელჩს კატეგორიულად მოსთხოვეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კონკრეტული პიროვნების დასახელება, რომელმაც მიაწოდა მას, როგორც თითონ აღნიშნა, არასწორი იფორმაცია და შეიყვანა შეცდომაში. ქალბატონი ირინე კატეგორიულად არ ამხელს ამ თანამშრომლის ვინაობას და გვაჩვენებს მხოლოდ სქრინშოტს სახელის და გვარის გარეშე.

ეს იყო 14 ივლისს გამართულ დიასკუსიაზე ყველა კრიტიკულ კითხვაზე პასუხი ადმინიატრაციის მხრიდან. ტექნიკური ჩახსნა მეორე დღის ღონისძიებიდან იმ ხალხის ვინც მწვავე კითხვა დასვა" - აღნიშნულია "ფეისბუქ" გვერდზე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42