"კოალიციური მთავრობა გარდაუვალია" - გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ კოალიციური მთავრობის ფორმირება მამუკა ხაზარაძის მოძრაობის ირგვლივ მოხდეს
პოლიტიკა - 19:05, 16 Jul, 2019     1142
პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომელშიც ბახტაძემ არ გამორიცხა პროპორციული არჩევნების პირობებში კოალიციური მთავრობის ფორმირება, გია ხუხაშვილი ეხმაურება.

პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, იმას, რომ კოალიციური მთავრობის ფორმირება მესამე ძალის ირგვლივ მოხდეს. მისი აზრით, ეს მესამე ძალა კი შესაძლოა, მამუკა ხაზარაძის ახალშექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა იყოს.

„პროპორციული არჩევნების შემთხვევაში მთელი რესურსების მონოპოლიზებაც რომ მოახდინოს ხელისუფლებამ და მაქსიმალურად რომ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი, კოალიციური მთავრობა მაინც გარდაუვალია. ვის ირგვლივ მოხდება კოალიციური მთავრობის ფორმირება ეს ჯერ რთული სათქმელია, მით უმეტეს თუ, სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ფორმირებას, რაც შეცვლის სურათს და შეცვლის სურათს ისევ და ისევ ხელისუფლების საზიანოდ.

საინტერესო ამ არჩევნებზე იქნება ის, რომ ოქროს გასაღებს დაიჭერს ვინმე მესამე, ეს ოქროს გასაღები არ იქნება არც "ქართული ოცნების" და არც "ნაციონალური მოძრაობის" ხელში. ვიღაცას ექნება ეს ოქროს გასაღები და იქნება მანევრი. ვინც უკეთეს პირობებს შესთავაზებს, იქით გადაიხრება და ასე გადაწყდება ძალაუფლების ბედი. ეს შეიძლება იყოს მამუკა ხაზარაძის პლატფორმა. ორივეს დასჭირდება, ვინც მეტს შესთავაზებს, ეს იქნება ერთგვარი საარჩევნო აუქციონი,“ - ამბობს გია ხუხაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42