აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება დღეს მედიის წარმომადგენლებმა პირადად პრემიერ-მინისტრთან სცხადეს.
მამუკა ბახტაძის თქმით, კოალიციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუმცა პრემიერის თქმით, პროპორციული არჩევნების პირობებში კოალიციური მთავრობის არსებობა გამორიცხული არ არის. ქვეყნის პრემიერ-მინისტმა პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას, გაერთიანდება თუ არა "ქართული ოცნება" "პატრიოტთა ალიანსთან".
„ბუნებრივია როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროპორციულ არჩევნებზე ნულოვანი ბარიერის პირობებში, რა თქმა უნდა ამის ალბათობა არის გაცილებით მაღალი. მაგრამ 2020 წლის ოქტომბრამდე არის საკმაოდ დიდი დრო დარჩენილი. მე ნაადრევად არ გავაკეთებდი ასეთ დასკვნებს. „ქართული ოცნება“ არასდროს არ ითანამშრომლებს იმ ძალასთან, რომელიც მთელი ბოლო წლების განმავლობაში იყო ორიენტირებული დესტრუქციაზე და იმაზე რომ როგორმე საქართველო გაეხადათ მძევალი აგრესიული დღის წესრიგისა. გინდა საშინაო და გინდა საგარეო პოლიტიკაში. რომელმაც ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა ქართულ საზოგადოებას და ძალიან დიდი ზიანი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






