მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისია მუშაობას უახლოეს კვირებში განაახლებს.
პრემიერ-მინისტრმა ყველას მოუწოდა, კომისიას და შესაბამის უწყებებს მუშაობის საშუალება მისცენ.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, გარეჯში შექმნილი ვითარება "ძალიან ფაქიზი თემაა.
„კომისია უახლოეს კვირებში განაახლებს მუშაობას და ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ანგარიში კომისიის შეხვედრის, მაგრამ აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ შესაბამისი უწყებები ყოველდღიურ რეჟიმში არიან კონტაქტზე თავის კოლეგებთან აზერბაიჯანში. 2 დღის წინ იყო სამწუხარო ინცინდენტი, რომელიც ამოწურულია. ეს არის ფაქიზი საკითხი, ძალიან მგრძნობიარე თითოეული ჩვენგანისთვის და ყველას მინდა ვთხოვო, მისცენ კომისიას და შესაბამის უწყებებს საშუალება გააგრძელონ ფუნქციონირება ნორმალურ რეჟიმში“, - განაცხადა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






