ნაზიბროლას არ ესმის, ემოციები რა არის იმიტომ, რომ მას საერთოდ ზნეობა არ გააჩნია...ილონა პატარა რომ იყო 12-14 წლის მშობელმა ააგდო ნავში და ეს ბავშვი მარტო ჩამოვიდა. ეს არის ემოცია. ნაზიბროლას არ ესმის, ემოციები რა არის იმიტომ, რომ საერთოდ ზნეობა არ გააჩნია. არც ზნეობა, არც მორალი, არც სინდისი არ გააჩნია და ამიტომაც ლაპარაკობს ასე უზნეოდ. ეს არის მისი განათლების პრობლემა...
ქალბატონი ანა და ქალბატონი ნაზიბროლა ასრულებენ ჩვეულებრივ დაკვეთას. სამარცხვინო დაკვეთაა ეს რამდენიმე პოლიტიზირებული ენჯეოს და პოლიტიკოსების, უნიჭოდ ასრულებენ იმიტომ, რომ არ აქვთ არც სათანადო ცოდნა, არც განათლება და არც კომპეტენცია. სხვა არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, გარდა, აი ნახეთ, კლანი, ჩინჩალაძე და დაშინება. შეურაცხყოფის მეტი არაფერი არ გითქვამთ“, - მიმართა სერგო მეთოფიშვილმა ანა დოლიძეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ საბჭოს წევრს, სერგო მეთოფიშვილს კი აქტუალური მოვლენების განხილვისკენ მოუწოდა.
„ამიერიდან დაგიძახებთ მაფიას. შეიძლება კარგად გახსოვთ შევარდნაძის დროს რაც ხდებოდა, მაგრამ ბოლო დროს რაც ხდება, იმაზე გაამახვილეთ ყურადღება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






