სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაცია - სად არის ქვეყანა, რომელთანაც სავიზო რეჟიმი უქმდება
პოლიტიკა - 16:25, 16 Jul, 2019     3580
საქართველოს და სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაციას შორის სავიზო რეჟიმი უქმდება. შეთანხმებას გაეროში საქართველოს ელჩი, კახა იმნაძე მოაწერს ხელს. უფლებამოსილება მას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიანიჭა.


უვიზო რეჟიმით როგორც საქართველოს, ისე სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაციის მოქალაქეები ისარგებლებენ.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაციას შორის დამყარდა 2011 წლის 26 ოქტომბერს.

სენტ-კიტსი და ნევისი - (Saint - Kitts and Nevissen - სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაცია), სახელმწიფო სენტ-კრისტოფერის და ნევისის კუნძულებზე კარიბის ზღვის მცირე ანტილის კუნძულების არქიპელაგში.

ფართობი 261,6 კმ2.

მოსახლეობა – 51,3 ათ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ინგლისური.

დედაქალაქი - ქ. ბასტერი.

ეს კუნძულები აღმოაჩინა ქრისტეფორე კოლუმბმა.

დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი.

სახელმწიფოს მეთაურია ბრიტანეთის მონარქი, წარმოდგენილი გენერალ-გუბერნატორით. საკანონმდებლო ორგანოა ეროვნული კრება, აღმასრულებელი – მთავრობა. დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1983 წლის 19 სექტემბრიდან.

ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა და საერთაშორისო ტურიზმი.

მთავარი საზღვაო პორტი და საერთაშორისო აეროპორტი – ბასტერი.

სახელმწიფოს არ გააჩნია შეიარაღებული ძალები. თავდაცვის საკითხებს განაგებს დიდი ბრიტანეთი.

საშუალო ყოველთვიური ტემპერატურა +26 ° C-ია, იშვიათად ჩამოდის +18 °C-ზე და ადის +32 °C-ზე. ნალექი წელწადში 1500 მმ. მთიან რეგიონებში კი 3700 მმ. წვიმიანი სეზონი აქ არ არის და ნალექის წილი თანაბრად ნაწილდება მთელი წლის განმავლობაში.

ქვეყნის ეკონომიკის 2 ძირითადი ტრადიციული დარგია სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. სოფლის მეურნეობის მთავარი კულტურა არის შაქრის ლერწამი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42