"ვიღაცას უნდა, ძალიან გულწრფელ პროტესტს მისცეს ორგანიზებული აჯანყების ფორმა და გახარიას დანაშაული სხვებს გადააბრალოს"- ბაჩუკი ქარდავას დაკითხვა დასრულდა
პოლიტიკა - 15:29, 16 Jul, 2019     804
საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერის ბაჩუკი ქარდავას დაკითხვა დასრულდა.

როგორც ქარდავამ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ხელისუფლება ცდილობს გიორგი გახარიას გადაცდომა, რომელიც "გავრილოვის სისხლიან ღამეს" მოხდა ორგანიზებული დანაშაულის სახე მისცეს და ოპოზიციის წარმომადგენლებს ორგანიზებულ დანაშაულში დასდოს ბრალი.

"ეს არ იყო გამოკიხვა, ეს იყო დაკითხვა, დასრულების შემდეგაც ვკითხე მოსამართლეს და მანაც დამიდასტურა, რომ ეს იყო დაკითხვა. ორ საკითხს ეხებოდა რაზეც მიმდინარეობს გამოძიება, კითხვები ისმებოდა ისეთი, რომ ყველა მიმართულებით შეიძლება იფიქრო ადამიანმა, იყოს ასეთი კითხვა, რამდენად იყო ორგანიზებული აქცია და მთელმა საქართველომ იცის, რომ აქცია იყო სპონტანური და იყო პროტექსი, რომელიც მოითხოვა ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენი ხელისუფლების თავხედობის გამო, პრორუსული ქმედებები რაც დაინახა გავრილოვის სახით, იყო დაინტერესება თუ რამდენი ხნის განმავლობაში ვიყავი იქ და ფაქტობრივად რამდენიმე წუთის გასვლის გარდა, მუდმივად რუსთაველის გამზირზე ყოველთვის არ ვიყავი ტრიბუნასთან.
ყველა ლიდერის მიმართ იყო დაინტერესება და რამდენად ვიყავით დაორგანიზებულები. იმ სამართლიან და სპონტანურ პროტესტს, რომელიც გამოხატა ქართველმა ხალხმა, ორგანიზებული აჯანყების ფორმა მისცეს და ამით თავი გაიმართლეს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, მაგრამ მე დავუდასტურე ის ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსების მხრიდან, რომელთა მხრიდან ვხედავდით ძალიან მაღალ ემოციას ხალხში, დავთანხმდით იმას, რომ რამდენიმე ლიდერი შესულიყო და ეწარმოებინათ მოლაპრაკება ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ძალიან მოკლე მონაკვეთში მოხდა გასროლა ძალოვნების მხრიდან და დავუდასტურე, რომ ეს პირველი გასროლა იყო რაც მე ვნახე გაზი, ამის შემდეგ კი იქ იყო ქაოსი. კონკრეტულად პოლიციელების გადაცდომის საკითხზე საუბარი არ ყოფილა და ძირითადად ინტერესებოდნენ სად ვიყავი მე უშუალოდ აქციის დროს, ვხვდებოდი თუ არა პოლიტიკოსებს და მქონდა თუ არა განსაკუთრებული მოლაპარაკებები ვინმესთან. მე როგორც იურისტმა, შემიძლია გითხრათ, რომ ვიღაცას უნდა, ძალიან გულწრფელ პროტესტს მისცეს ორგანიზებული ფორმა და გადააქციოს ორგანიზებულ აჯანყებად. მათ უნდათ კონკრეტულად გიორგი გახარიას დანაშაული გადააბრალოს ვიღაცას. მე დამრჩა ეს შთაბეჭდილება, თუმცა ყველა გამომძიებელი სამართლებრივ ჩარჩოში სვამდა კითხვას" - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42