"მწვანე ეკონომიკისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ქვეყნის მდგრად ინკლუზიურ განვითარებას უზრუნველყოფს" - მიქაბაძე
პოლიტიკა - 15:00, 16 Jul, 2019     608

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძის თავმჯდომარეობით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო წრეების, კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო მწვანე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) შეისწავლა საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების მწვანე სესხებთან დაკავშირებული გამოწვევები. აღნიშნული კვლევის ფარგლებში, OECD - მ ითანამშრომლა ქართულ ბანკებთან, რომელთაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით მიღებული აქვთ გარემოსდაცვითი საკრედიტო ხაზები საქართველოში.

„დღეს განვიხილავთ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ორ პრიორიტეტულ მიმართულებას - მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობას, რადგან მათ შეუძლიათ ქვეყნის მდგრადი ინკლუზიური განვითარების უზრუნველყოფა," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე კუთხით - მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა; სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ამოქმედდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მექანიზმი, რომელიც აქტუალური სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იქნება.

„ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა გაიზარდოს მათი როლი საქართველოს მწვანე ეკონომიკად ტრანსფორმაციაში. მათთვის უნდა შეიქმნას მეტი შესაძლებლობა და სტიმული, რათა საქმიანობაში მეტი აქცენტი სწორედ მწვანე, ნახშირბადის დაბალ ემისიაზე ორიენტირებული და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე გააკეთონ," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

სამუშაო შეხვედრაზე მოხსენება გააკეთეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, საგენტო „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზედგინიძემ, აგრეთვე მოწვეულმა სტუმრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, OECD - დან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროგრამის EU4Environment - ის ფარგლებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42