"კრემლთან მოთანამშრომლე ივანიშვილის რეჟიმს სჭირდება, რომ პროდასავლური ოპოზიცია იყოს იზოლირებული და რეპრესირებული" - ბაჩუკი ქარდავა 20 ივნისის საქმეზე დაკითხვაზე მივიდა
პოლიტიკა - 14:32, 16 Jul, 2019     840
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე მივიდა. ქარდავას 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ. გამოკითხვაზე შესვლამდე ქარდავამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ცინიზმია, როდესაც 20 ივნისის მოვლენებში მთავარი დამნაშავე თვითონ იძიებს ამ საქმეს. ქარდავას თქმით, ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც პუტინის რეჟიმთან თანამშრომლობს, ამ გზით ცდილობს, რომ საქართველოში დემოკრატიული და პროდასავლური ოპოზიციის იზოლირება მოახდინოს:


„როგორც გამომძიებელმა მითხრა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ვიკითხები, მე მოვითხოვე რომ მაგისტრ მოსამართლესთან მომხდარიყო გამოკითხვა, გამომდინარე იქიდან რომ ვფიქრობ ცინიზმია, როდესაც 20 ივნისის მოვლენების მთავარი დამნაშავე გახარია, თვითონ იძიებს ამ საქმეს, მაშინ როდესაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და გამოძიება გახარიას წინააღმდეგ უნდა მიმდინარეობდეს. მაგრამ არის ასეთი მოცემულობა, ივანიშვილის რეჟიმმა 20 ივნისს ფაქტობრივად საბოლოოდ გამოამჟღავნა, რომ არის მოთანამშრომლე კრემლთან, პუტინის ოკუპაციურ რეჟიმთან და ამ ვითარებაში მან უნდა განახორციელოს ის გეგმები რაც რუსეთს საქართველოში სურს. ბუნებრივია მას სჭირდება, რომ დემოკრატიული, პროდასავლური ოპოზიცია იყოს იზოლირებული და რეპრესირებული. დამერწმუნეთ, რომ 21-ე საუკუნეში, საქართველოში ამის მიღწევა შეუძლებელია და ამას ვერც ივანიშვილი ვერ მიაღწევს. სისულელეა ის ბრალდებები, რაც ისმის ხელისუფლების მხრიდან, ეს არის მხოლოდ მცდელობა იმისა, რომ 20 ივნისი რამენაირად გადააბრალონ სხვას. მაგრამ როგორ შეიძლება გადააბრალო ხალხს ის რაც დააშავა თვითონ ხელისუფლებამ, ძალადობას ვგულისხმობ. ხალხმა, როდესაც შეეხნენ მის ეროვნულ ღირსებას გამოხატა პროტესტი ოკუპანტის წინააღმდეგ. ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლება ამას ვერ ხვდება და ნაცვლად იმისა, რომ თვითონ აკეთებდეს, ხალხს უწევს პროტესტის გამოხატვა ოკუპანტის წინააღმდეგ.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ედპ-ს ლიდერმა 20 ივნისის მოვლენებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ აპირებს ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს. ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ის პარლამენტთან პირველი წუთებიდანვე იმყოფებოდა პროსტესტის გამოსახატად, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი იხილა:

„დასამალი არაფერი არ მაქვს, მე ყველა კითხვაზე მზად ვარ პასუხი გავცე, იმიტომ რომ მე ვიმყოფებოდი თითქმის პირველი წუთებიდან საქართველოს პარლამენტთან, ჯერ უკანა შესასვლელთან, საშვთა ბიუროსთან და იქ მივედი პროტესტის გამოსახატად, იმის გამო რაც ვიხილე ტელევიზორში. ვნახე საოცრება, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი გავრილოვი წამოსკუპებული იყო პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდა ყველამ ყველაფერი ვიცით. პირველი წუთებიდან ბოლო წუთამდე მე ვიყავი ჩართული ამ პროცესში და ახლაც ვარ ჩართული, იმიტომ რომ მიმაჩნია აუცილებლად უნდა დაისაჯოოს მთავარი დამნაშავე და ეს დამნაშავე არის გახარია, ის უნდა გადადგეს და რაც შეეხება სამართლებრივ საკითხებს ეს შემდგომი პროცედურებია.“- განაცხადა ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42