პროპორციული საარჩევნო სისტემა - ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილება არ უნდა გაჭიანურდეს
პოლიტიკა - 13:14, 16 Jul, 2019     615
დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმოდგენილი ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების საკითხი განიხილა. ხელმოწერები მანამდე შეგროვა, ვიდრე ხელისუფლება სისტემის ცვლილებაზე თანხმობას საპროტესტო აქციების შედეგად განაცხადებდა. კომიტეტის შემდეგ, საკითხს ბიუროზე დაარეგისტრირებენ და სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ.


საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილება არ უნდა გაჭიანურდეს და 2020 წლის არჩევნებისთვის ყველა დეტალი შეთანხმებული უნდა იყოს.

„უმჯობესია ოპერატიულად განხორციელდეს პროცედურები, რათა არჩევნებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე საზოგადოებამ პოლიტიკურმა პარტიებმა , ყველამ იცოდეს, რომ ახალი მოცემულობა შეიქმნა საარჩევნო სისტემისათვის.“- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

ბაჩუკი ქარდავას თქმით, ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს არანაირი საბაბი, რომ უკან წაიღოს პროპორციული სისტემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომელიც ოპოზიციის მიერ ხელმოწერების შეგროვების და ახალგაზრდების მიერ რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციების შედეგად იქნა მიღწეული:

„300 ათასი ხელმოწერა, რომელიც წარადგინა ოპოზიციამ და იმ ადამიანების პროტესტი, რომელიც გაისმის დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ფაქტობრივად გახდა გადამწყვეტი, რომ ხელისუფლება წავიდა დათმობებზე და იძულებული გახდა გადავიდეს იმ სამართლიან სისტემაზე, როგორიც არის პროპორციული სისტემა. ახლა პროცედურულად რაც შეეხება ჩვენს მიერ ინიცირებულ ვარიანტს და ხელისუფლების ინიცირებულს, დასაწყისშივე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ყველნაირად შევუწყობთ ხელს, რომ ხელისუფლებას არ მიეცეს არანაირი საბაბი, რომ უკან წაიღოს ის დაპირება, რომელიც ივანიშვილის მხრიდან იქნა გაჟღერებული, პროპორციულ არჩევნებთან დაკაშირებით.“- განაცხად ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42