საქართველოს სახალხო დამცველი ქალთა მიმართ სექსისტურ გამონათქვამებს ეხმიანება
პოლიტიკა - 21:22, 15 Jul, 2019     864
საქართველოს სახალხო დამცველი საგანგაშოდ მიიჩნევს ბოლო პერიოდში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილე ქალების მიმართ სექსისტური გამონათქვამების მომრავლებას პოლიტიკოსების და საჯარო პირების მხრიდან. მათ შორის, აღსანიშნავია პოლიტიკოს თინათინ ბოკუჩავას და ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ გამოთქმული სექსისტური მოსაზრებები.


ომბუდსმენის განცხადებით, საგანგაშოა, რომ სექსისტური ფრაზების ავტორები, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკოსები, მათ შორის, არჩევითი ორგანოების - პარლამენტის და საკრებულოების წევრი კაცები არიან. მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ ეფუძნება ობიექტურ, პროფესიულ კრიტიკას, არამედ განპირობებულია გენდერული სტერეოტიპებით და აქცენტს მსხვერპლის სქესსა და სექსუალობაზე აკეთებს.

„აღსანიშნავია, რომ მსგავსი სექსისტური გამონათქვამები ქალთა მიმართ პოლიტიკური ბრძოლის ხერხია, რომელიც არა რეალურ კრიტიკას და ოპონირებას, არამედ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ქალების დამცირებას ისახავს მიზნად.

მსგავსი შემთხვევების ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში არსებული გენდერული უთანასწორობის შედეგად, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ქალები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ტაბუდადებულ თემებზე საუბარს, დუმილის კულტურის დარღვევას და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების შეცვლაზე მიმართულ მუშაობას, ძალადობის და დისკრიმინაციის გაზრდილი რისკის ქვეშ არიან.

პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე პირებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის მიღწევის პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, ვინაიდან მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

ამასთან, ქალთა პოლიტიკური და სოციალური ცხოვრებიდან გარიყვის საპასუხოდ, აუცილებელია, დადგეს სექსისტური გამონათქვამების ავტორების იმგვარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელსაც შემაკავებელი ეფექტი ექნება მომავალში დისკრიმინაციისა და ძალადობის წამახალისებელი გამონათქვამების გავრცელებაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პოლიტიკოსებს და საჯარო ფუნქციის მატარებელ თითოეულ პირს თავი შეიკავონ დისკრიმინაციული შინაარსის გამონათქვამებისგან და მათი საქმიანობის განხორციელებისას ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის დაცვას. ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში შემუშავებულ იქნეს ეთიკის კოდექსი, რომლითაც სექსისტური თუ სხვა სახის დისკრიმინაციის წამახალისებელ გამონათქვამების შემთხვევაში სამართლებრივი სანქცია იქნება გათვალისწინებული.“- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42