"მათ განმარტეს, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში ხატები ზიანდებოდა, როგორც ქარის, ასევე წვიმის შემთხვევაში და ბრალდებები რომ არ ყოფილიყო მათი მისამართით, რომ ეს მათ დააზიანეს, ამიტომ ამოიტანეს ხატები აღდგომის მონასტერში და გადმოსცეს ჩვენს მესაზღვრეებს.“- განაცხადა კუპატაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღდგომის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კელიები აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საპირფარეშოდ იყენებენ. კუპატაძე ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
"მერწმუნეთ, მსგავსი რამ იქ არ ხდება. ქაღალდებს და ნაგავს, როგორც თვითონ განმარტავენ, იქ ყრიან მომლოცველი ტურისტები, რომლებიც იქ ჩადიან. ეს იყო ძველი დარჩენილი ნაგავი, როცა მათ გადაადგილების საშუალება ჰქონდათ. თვითონვე დაასუფთავეს ეს ადგილები და პირობა მოგვცეს, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც კელიებია, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ გადაადგილდებიან, ამიერიდან ივლიან მხოლოდ საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე," - განაცხადა კუპატაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






