საქართველოს პარლამენტის დეპუტატები „პატრიოტთა ალიანსიდან“ მოსკოვში იმყოფებიან. ადა მარშანიას თქმით, ქართველმა დეპუტატებმა რუს კოლეგენს დახმარება სთხოვეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან დიალოგის დასაწყებად:
„ჩვენ თხოვეთ ჩვენ კოლეგებს, რუს დეპუტატებს, რომ ისინი დაგვეხმარონ ამ საკითხში, რაც არის პირდაპირი დიალოგის დამყარება აფხაზებთან და ოსებთან. რუსეთის სახელმწიფო ძალიან გავლენიანია აფხაზურ და ოსურ სახოგადოებებში, დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და სწორედ ამიტომ ვთხოვეთ ჩვენ კოლეგეს, ისინიც დაგვთანხმდნენ“- ადა მარშანიას ამ კომენტარს რუსული მედია ავრცელებს.
მარშანიას თქმით, მათ ქართველი ხალხის მიერ მიცემული მანდატი აქვთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა მოაგვარონ:
„დიდ მოლოდინია იმისგან, რომ ჩვენი ვიზიტი გარკვეულწილად დაალაგებს იმას, რაც მოხდა და ცოტათი მაინც განმუხტავს სიტუაციას... მიუღებლობა არ იქნება.
ჩვენ გვაქვს ჩვენი საზოგადოების მანდატი და ნება, რომ აქ ჩამოვსულიყავით და მაქსიმალურად შევეცადოთ განმუხტვას და იმის ახსნას, თუ რა მოხდა.“- განაცხადა მარშანიამ.
შეხვედრის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები რუს დეპუტატებს დაპირდნენ, რომ მოსკოვს კიდევ ესტუმრებიან, რაზეც პასუხი მიიღეს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ერთმანეთთან ხშირი კონტაქტია საჭირო.

მასალის გამოყენების პირობები






