თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ილონა თოდუა ნაზი ჯანეზაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება
პოლიტიკა - 18:12, 15 Jul, 2019     1092
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ილონა თოდუა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ილონა თოდუამ მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება დედის სახელზე გადააფორმა ჩუქების პრინციპით.

ჯანეზაშვილმა თქვა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ილონა თოდუას მისცენ ბინის ქირის საფასური.

"მოგახსენებთ, რომ წარმოვადგენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს. 1999 წელს დევნილობის საწყის და უმძიმეს პერიოდში, ჩემი მშობლების უმძიმესი შრომისა და გარჯის შედეგად, შეძენილ იქნა ქ. თბილისში, მე-8 ლეგიონის დასახლებაში ოროთახიანი (ხრუშოვკის) ტიპის 49 კვ.მ. ბინა, რომელიც ჩემს საკუთრებად დარეგისტრირდა, ვინაიდან სხვა შვილი ჩემს მშობლებს არ ჰყავთ. საგულისხმოა, რომ 1999 წელს ვიყავი სტუდენტი და არათუ უძრავი ქონების შეძენის, არამედ, რაიმე ტიპის საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენის შესაძლებლობაც არ გამაჩნდა, რადგან სრულად ვიყავი დამოკიდებული ჩემს მშობლებზე, ვიმყოფებოდი მათ კმაყოფაზე და აღნიშნული უძრავი ქონების შეძენისას არცერთი თეთრით ჩემი მშობლებისათვის დახმარების გაწევა არ შემეძლო.

აქვე აღვნიშნავ, რომ ამ ბინის შეძენის დღიდან იგი წარმოადგენდა ჩემი და ჩემი ოჯახის ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს და მასში ჩემს ოჯახთან ერთად ცხოვრობდნენ ჩემი დევნილი ნათესავები - ბიძაშვილები. ოჯახის შექმნის შემდგომ, რადგან ჩემს მშობლებს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდათ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მათი გარჯით შეძენილი, თუმცა საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება დამებრუნებინა ჩემი მშობლებისათვის და მე ჩემს მეუღლესთან ერთად (რომელსაც ასევე საკუთრებაში არ გააჩნია არანაირი უძრავი ქონება) გადავსულიყავი ქირით საცხოვრებლად. მე და ჩემს მეუღლეს ჩემს ე.წ. „საკუთრებაში არსებულ ბინაში“ ერთი დღეც არ გვიცხოვრია. (აღნიშნულს ადასტურებს ჩემსა და ბინის მესაკუთრეთა შორის გაფორმებული საცხოვრებელი ბინის ქირავნობის შესახებ ხელშეკრულებები და საბანკო ანგარიშები იუსტიციის საბჭოს მიერ ბინის მესაკუთრეზე თანხის ანგარიშსწორების თაობაზე). აქვე მოგახსენებთ, რომ მე და ჩემი მეუღლე ქირით ვცხოვრობდით ჯერ გლდანის მე-6 მკ.რნ-ში, შემდეგ მე-3 მკ.რნ-ში. ამ პერიოდში, ვინაიდან უკვე ვიყავი მოსამართლე და არ გამაჩნდა საკუთარი საცხოვრებელი, მივმართე სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, რომელმაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, უზრუნველყო ჩემთვის საცხოვრებელი ფართის ქირავნობის საფასურის ნაწილის გადახდა( თანხის ნაწილს ვიხდიდი თავად).

აღსანიშნავია, რომ სამოსამართლეო უფლებამოსილების ამოწურვისთანავე, დაუყოვნებლივ ვაცნობე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტს, რათა შეწყვეტილიყო ჩემთვის საცხოვრებელი ბინის დაქირავების თანხის გადახდა და ასევე, დაუყოვნებლივ დავაბრუნე ჩემთვის სამსახურეობრივად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალება. აქვე მოგახსენებთ, რომ სამოსამართლეო უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ, მოსამართლედ ხელახლა გამწესებამდე და გამწესების შემდგომ, ჩემივე ხარჯით (ქირით) გავაგრძელე ცხოვრება ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად დაქირავებულ ბინაში, საკუთარი საცხოვრებელი ბინის შეძენა კი მოვახერხე მხოლოდ 2018 წლის ნოემბერში, საბანკო კრედიტის დახმარებით.

სამწუხაროა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კანონით მისთვის გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ნაცვლად მოსამართლის დისკრედიტაციას ეწევა მიუღებელი ფორმით.

ზემოაღნიშნული ცილისმწამებლური კამპანია, ჩემი მოსაზრებით, მიზნად მხოლოდ ერთ რამეს, ჩემი როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლის დისკრედიტაციას ისახავს.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მივაწვდი ჩემს მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელ დოკუმენტებს"- აცხადებს თოდუა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42