"რაც ყველაზე მიუღებელია ჩემთვის, ამ სასამართლოს აქვს ყველაზე უარყოფითი თვისება, ის მდიდარი კაცის მხარესაა" - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 17:33, 15 Jul, 2019     666

სამოქალაქო პლატფორმა „სახალხო ტრიბუნის“ ლიდერი, ისნის რაიონის მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძე სასამართლო რეფორმას ეხმაურება.

მისი თქმით, სასამართლოს აქვს ყველაზე უარყოფითი თვისება, ის მდიდარი კაცის მხარესა.

"მე როგორც ეკონომისტი, როგორც ადამიანი, დეპუტატი, რომელიც ზრუნავს ამ ქვეყანაში ადამიანების მატერიალური დონის ამაღლებაზე;

ზრუნავს იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი ჰქონდეს ადამიანს სახელმწიფოსგან თავისი საქმიანობისთვის - აი აქიდან გამომდინარე თუ შევხედავთ ამ სასამართლო რეფორმას, რა თქმა უნდა ეს არ მაკმაყოფილებს და ამიტომ ვთვლი, რომ პერსონებზე საუბარი მეორეხარისხოვანია.

ანუ, ძალიან ბევრი ნიუანსია, როგორ შეიძლება მდიდარმა ადამიანმა ეს სასამართლო გამოიყენოს თავის სასარგებლოდ, რადგან თვითონ შეჯიბრობითობის პრინციპი, ვისაც მეტი ფული აქვს, ის უფრო პრივილეგირებულია და არა სამართლის ძებნა და სამართლის დადგენა, უკვე არასწორია;

თვითონ ეს სასამართლო სისტემა, რომელიც არსებობს, რეფორმების პირველი ეტაპი იქნება, მეორე თუ მესამე, არ არის მიმართული იმ ადამიანებზე, ვისაც ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნია, რომ თავისი სიმართლე დაიცვას ამ სასამართლოში.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სისტემა ძირეულად თუ არ შეიცვალა, სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ ექნება.

მოკლედ, ამ სასამართლომ და ამ კანონებმა ქვეყანაში ის სამართალი ვერ აღადგინა, რასაც მოელოდა ქართული საზოგადოება.

მე კოლეგების, უმრავლესობის წევრების იმედი მქონდა, რომ ისინი მაქსიმალურად შეასრულებდნენ საარჩევნო დაპირებას, სამართლიანობის არდდგენის შესახებ, მაგრამ როგორც ხედავთ ყველამ თავის ინტერესი ჩადო.

დღეს კი, სწორედ ამ ინტერესების გადაკვეთაა და იმიტომ ვღებულობთ იმ სურათს რასაც ვღებულობთ.

რაც შეეხება კონკრეტულად მოსამართლეების არჩევას და მხარდაჭერას, ვთვლი, რომ უმრავლესობას უკვე გააჩნია პოზიცია. ამიტომ არ არის მათთვის ასეთ შეკრებებზე დასწრება მნიშვნელოვანი.

და ბოლოს, ჩვენ ვნახეთ ისეთი უღირსი გადაწყვეტილება, რომელიც უმრავლესობამ კოლეგის მიმართ გამოიტანა ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ უღირს მოსამართლეებს დაუჭირონ მხარი.

ამიტომ ვფიქრობ, მათთვის საინტერესოც არ არის, ვინ იქნებიან კანდიდატები, რადგან მათ ნაცვლად გადაწყვეტილებებს სხვაგან იღებენ" - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42