„მაკნატუნაში“ საგადასახადო შემოწმება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მცდელობაა - შემოსავლების სამსახურის განცხადება
პოლიტიკა - 16:59, 15 Jul, 2019     2934
"ნიუპოსტის" ინფორმაციას, რომ მზესუმზირის მწარმოებელ კომპანია „მაკნატუნა“-ში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიშევიდა უწყება ოფიციალურად ადასტურებს.


როგორც ჩვენთვის მოწოდებულ განცხადებაშია საუბარი, "„მაკნატუნაში“ მიმდინარე საგადასახადო შემოწმების მიბმა პოლიტიკური პროცესებისათვის არის მოსახლეობისთვის შეგნებულად არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და ცალკეული ჯგუფების მიერ ამ ინფორმაციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მცდელობა".

ცნობისთვის, შპს "მაკნატუნას" დირექტორმა, დავით ფხაკაძე ამბპობს, რომ კომპანიაში შემოსავლების სამსახური ეს მას შემდეგ შევიდა, რაც „მაკნატუნამ“ საკუთარი პროდუქციის შეფუთვაზე მომხმარებელს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია და აღნიშბული პროდუქცია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მისმა ძმამ დაარიგა.

გარდა ამისა, „მაკნატუნას“ ხელმძღვანელი „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ მისი ძმა, თორნიკე ცერცვაძე, რომელმაც ანტისაოკუპაციო აქციაზე იმყოფებოდა და მზესუმზირას არიგებდა, სარაგბო კლუბ „ლელოდან“ გამოუშვეს.

"ნიუპოსტი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს „მაკნატუნას“ მიმართ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის საფუძველზე მიმდინარე საგადასახადო შემოწმების პროცესი მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შპს „მაკნატუნას“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია დაიწყო გასული წლის 26 ნოემბერს და ამჟამად კი მიმდინარეობს შპს „მაკნატუნას“ მიერ წარმოდგენილი მასალების დამუშავება და შესწავლა.

აღნიშნული პროცესი სრულ შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, ხოლო მე-3-ჯერ ინვენტარიზაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ბრძანებით.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ყოველდღიურად ხდება ათეულობით კომპანიის შემოწმება და ეს ჩვეულებრივი პროცესია, შესაბამისად, შპს „მაკნატუნაში“ მიმდინარე საგადასახადო შემოწმების მიბმა პოლიტიკური პროცესებისათვის არის მოსახლეობისთვის შეგნებულად არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და ცალკეული ჯგუფების მიერ ამ ინფორმაციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მცდელობა"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42