დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
ვისი ინიციატივით იმართება და ვინ ესწრება შეხვედრას უცნობია.
რაც შეეხება დავით გარეჯში არსებულ მდგომარეობას, აღდგომის ტაძრამდე მისასვლელი ბილიკი ჩაკეტილია. ადგილზე კი ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
სამოქალაქო აქტივისტები და სასულიერო პირები საქართველოს ხელისუფლებას ვითარების კიდევ უფრო დაძაბვის თავიდან ასაცილებლად დროულ რეაგირებას სთხოვენ.
„როცა მოგიხურავენ შენი მონასტრის კარებს, ამას ყველა ვერ მიიღებს მშვიდად. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გაიხსნას მონასტერი, სასწრაფოდ უნდა მოხდეს იქ ხალხის დაშვება. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, რომელიც მიმდინარეობს,არსებობს რუკა, რომელიც ალიევის დროს შევარდნაძე-ალიევმა დაადგინეს, რომ ეს უნდა იყოს საზღვრის განმსაზღვრელი, ეს არის ერთადერთი ოფიციალური რუკა, იქ უდაბნოს მონასტერი არის ჩვენს მხარეს, ეს არის მონასტრის ძალით დაკავება, ამას მეტი არაფერი არ ჰქვია,"-ამბობს მამა ზაზა ტატუნაშვილი.
გუშინ, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სალოცავებიდან ხატები გამოიტანეს, რომლებიც ტაძრებში მოგვიანებით სამოქალაქო აქტივისტებმა დააბრუნეს. გარდა ამისა, უდაბნოს მონასტრის ლავრის თავზე ოფიციალური შეხვედრა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






