სექტემრიდან სკოლებში გოგებაშვილის "დედა ენა" ბრუნდება და უფასოდ დარიგდება
განათლება - 16:07, 15 Jul, 2019     8953

ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ ადაპტირებული ვერსიით ბრუნდება და პირველკლასელებს უფასოდ დაურიგდებათ. ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ვარიანში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში ისაუბრა.

“იაკობ გოგებაშვილი, როდესაც ამ წიგნს წერდა, მას ჰქონდა განზრახვა, რომ ეს წიგნი თაობიდან თაობაზე გადაცემულიყო, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა ყველაზე წმინდა – ჩვენი ენა და ჩვენი ანბანი. შემდეგ, მთელი ქართული განათლების სისტემა დაეფუძნა სწორედ იაკობ გოგებაშვილის დედაენის პრინციპებს და ეს წიგნი თითოეული ქართველისთვის არის წმინდა და სათაყვანებელი. მაგრამ, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედებების შედეგად, იაკობ გოგებაშვილის დედაენა იქნა ამოღებული სასწავლო პროგრამიდან და ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების სამართლიანი და ობიექტური გულისწყრომა. მაშინდელი პატრიოტები სწორედ წერა-კითხვის გავრცელებაში ხედავდნენ საქართველოს და ქართველი ერის გადარჩენის იდეას. დღეს ჩვენც გვაქვს ეროვნული იდეა, ეს არის განათლება, და დღეს მე მინდა მივაწოდო ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის დედაენა. სექტემბრიდან ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს იაკობ გოგებაშვილის დედაენას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბავშვები, ისევე, როგორც მომავალი თაობები შემდეგი საუკუნეების განმავლობაში ისევე შეიყვარებენ ქართულ დედაენას, როგორც ეს უყვარდათ წინა თაობებს და გვიყვარს ჩვენ" - აღნიშნა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42