"7 წლიანი მმართველობა სრული კატასტროფით მთავრდება"- გრიგოლ ვაშაძე IRI-ის კვლევის შედეგებზე
პოლიტიკა - 15:11, 15 Jul, 2019     1460
IRI-ის ბოლო კვლევას, რომელიც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე გამეეხმაურა.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ "7 წლიანი მმართველობა სრული კატასტროფით მთავრდება".
"NDI-ისა და IRI-ის რეიტინგებს ყოველთვის ძალიან უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ყველასთავის - მოქალაქისთვის, პოლიტიკური სპექტრისთვის. ძალიან ბევრჯერ აქვს ეს ჩვენს პარტიას გაცხადებული და კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ჩვენი სრული ნდობით სარგებლობს ეს ორი შესანიშნავი ორგანიზაცია და მისი კვლევები. მეორე - ამ კვლევის მთავარი სულისკვეთება არის რომ კატასტროფულად არის გაუარესებული სიტუაცია ყველაფერში. ეკონომიკა, უმუშევრობა, სოციალური მდგომარეობა, კორუფცია. ამან არ შეიძლება თავისი გავლენა არ მოახდინოს იმაზე მოქალაქის თგვალში როგორ აღიქმება მმართველი გუნდი და როგორ აღიქმება ოპოზიცია. კონკრეტულ შედეგებს გამოქვეყნებენ. ამომრჩეველი, საქართველოს მოქალაქე თვოთონ ნახავს ყველაფერს. მთავარი ის არის, რომ ფაქტობრივად ყველგან კვლევები იმის დადასტურებაა რასაც გაერთიანებული ოპოზიცია, დაწყებული საპარლემნტო არჩევნებიდან, შემდეგ საპრეზიდენტო და შუალედურ არჩევნებზე ამბობდა. 7 წლიანი მმართველობა სრული კატასტროფით მთავრდება"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

"კურიერმა" მოიპოვა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც ჯერ IRI არ გაუსაჯაროებია და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნო.

კვლევა 15 ივნისამდე, "გავრილოვის ღამემდე" 5 დღით ადრეა ჩატარებული და მისი მიხედვით, "ქართული ოცნების" მხარდაჭერა 26% არ აღემატება. მაშინ როცა გაერთიანებული ოპოზიციის რეიტინგი 22%-ია, “ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” რეიტინგი 7%-ია. "პატრიოტთა ალიანსის" 5%, "ლეიბორისტული პარტია" - ასევე 5%.

დანარჩენი პარტიების რეიტინგი 2% და ქვევითაა. თუმცა ამ მონაცემებით ოპოზიციური ხმები უკვე 39%-ს აღწევს და სავარაუდოა, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ სურათი კიდევ უფრო შეცვლილია და შეცვლილია ქართული ოცნებისთვის არასასურველი მიმართულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42