"მატყუარა პრემიერი!" მითხარით ერთი პოლიციელი, რომელიც სისხლიანი ღამისთვის დაისაჯა"- უდუმაშვილი ბახტაძის მუქარაზე
პოლიტიკა - 14:10, 15 Jul, 2019     553
"მატყუარა პრემიერი"- ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზალიკო უდუმაშვილმა მამუკა ბახტაძის მუქარას, რომელიც მთავრობის მეთაურმა დღეს ოპოზიციის მისამართით გააჟღერა.

როგორც ენმ-ს წევრმა "ნიუპოსტს" განუცხადა, გავრილოვის სისხლიანი ღამიდან თითქმის 1 თვის თავზე მოძალადე სამართალდამცავები დასჯილები არ არიან. უდუმაშვილი ამბობს, რომ სამაგიეროდ სისხლის სამართლებრივი დევნდა დაიწყო ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ.

"პრემიერ-მინისტრი ისეთივე მატყუარაა, როგორიც გიორგი გახარია და მთლიანად "ქართული ოცნება". ხელისუფლების წარმომადგენლები ასე უსირცხვილოდ გამოდიან ტელეეთერით და ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

20 ივნისის ტრაგიკული ღამიდან თითქმის ერთი თვე გავიდა. მითხარით, ერთი პოლიციელის სახელი და გვარი, რომელიც პასუხისგებაში მიეცა ან დაისაჯა ამ სისხლიანი მოვლენების გამო. სამაგიეროდ ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის მასიური დევნა მიმდინარეობს. ნიკა მელიას წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ყველა ლიდერი, რომელიც პარლამენტთან იმყოფებოდა დაკითხვაზეა დაბარებული. ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ, რომ არცერთი პოლიციელის გამოკითხვაც კი არ მომხდარა. ეს არის "ქართული ოცნების" სამართალი.

ბახტაძე საერთოდ როგორ ჩნდება ტელეკამერებთან, მას შემდეგ რაც მან 20 ივნისის ღამეს იკადრა?! - დარბევამდე 10 წუთით ადრე გამოვიდა და მოსახლეობას უთხრა, რომ "ქართული ოცნება" არ არის ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ტყვიებს გამოიყენებდა და ამ განცხადებიდან 10 წუთში დაიწყო მომიტინგეების დარბევა. ასეთი პრემიერი გვყავს ჩვენ, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება.

მე არც იმის იმედი მაქვს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში გახარია, რომც გადადგეს, ეს გამოძიება ჩატარდება ნორმალურად. თუმცა გარწმუნებთ, მას შემდეგ რაც ეს ხელისუფლება წავა და ეს ძალიან მალე მოხდება, ახალი ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს ამ გამოძიებას"- თქვა ზალიკო უდუმაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42