სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო სადაც ასახულია, რომ გერმანიაში გამართული ერთ-ერთი შეხვედრის დროს, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობდა, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა 20 ივნისის სისხლიანი მოვლენები გააპროტესტეს და შეხვედრას საპროტესტო ჟესტით - თვალზე აფარებული ხელით დაესწრნენ..
ფაქტის ამსახველ ფოტოს თეოლოგი მირიან გამრეკლიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს :
"არაფერი პირადული, უბრალოდ ძნელია მშვიდად ისაუბრო როდესაც ხელისუფლების მიერ თვალგამოთხრილი გოგონა, შეხვედრის ადგილიდან არც თუ ისე შორსაა ამ ქალაქშივე. ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, როდესაც მისი ქმედებები მოალაქეებს აზიანებს. ჩვენ გვსურს ჩვენს შვილებს შეეძლოთ პროტესტი გამოთქვან და ამის გამო მათ მთავრობამ თვალები არ დათხაროს. სხვა ყველაფერზე შეიძლება კამათი.
სოლიდარობა ყველას, ვინც გულწრფელად აპროტესტებს!"- წერს მირიან გამრეკელაშვილი ფეისბუკზე.
მასალის გამოყენების პირობები






