დავით ქაცარავა "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ ვითარება ამ წუთებში შედარებით მშვიდია.
მისი თქმით, ისინი გარეჯში მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ტაძრებიდან ხატები გამოიტანეს, ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს და უთხრეს, რომ მათ ტერიტორიაზე ამ ხატების ადგილი არ იყო.
"გუშინდელი შეხლა-შემოხლის შემდეგ დღეს ადგილზე სიტუაცია შედარებით მშვიდია. ის რაც ხდება გარეჯში სასწრაფო რეაგირებას საჭირიროებს ხელისუფლებისგან. ვგულისხმობს იმას რაც მოხდა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ტაძრებიდან ხატები გამოიტანეს, ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს და უთხრეს, რომ მათ ტერიტორიაზე ამ ხატების ადგილი არ იყო. ძალიან შემაშფოთებელია ის რომ რამდენიმე კელია გადაქცეულია ტუალეტებად. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ასე ექცევიან ჩვენს სიწმინდეებს. ეს ყველაფერი ერთობლიობაში აღმოჩნდა ის, რამაც აღაშფოთა ადგილობრივი მოსახლეობა/ ვფიქრობ რომ არამარტიო ადგილობრივები, არამედ მთლიანად საზოგადოება უნდა სწუხდეს იმაზე რაც ხდება. გუშინ ჩვენმა მეზაზღვრეებმა და სამართალდამცავებმა სიტუაციის განმუხტვა მოახერხეს. მაგრამ აზერბაიჯანულმა მხარემ პასუხი უნდა აგოს იმაზე თუ როგორ იქცევიან"- აღნიშნა ქაცარავამ.
მისი თქმით, ნაწილი ხატები მოსახლეობის ძალისხმევით თავდაპირველ ადგილზეა დაბრუნებული.
"ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩვეულებრივ განაგრძობენ პატრულირებას იმ ტერიტორიიდან, სადაც ჩვეულებრივ დგანან ხოლმე. თუმცა კიდევ ვიმეორებ ის მნიშვნელოვანი საკითხები რაც ჩამოვთვალე სასწრაფოდ მოსაგვარებელია"- დასძინა ქაცარავამ "ნიუპოსტთან" საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






