შპს „მაკნატუნაშიც“ თვლიან, რომ ხელისუფლებამ ისინი მიზანში მას შემდეგ ამოიღო, რაც კომპანიამ რუსული ოკუპაცია ღიად გააპროტესტა და შეფუთვაზე დაიტანა, რომ რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი ქვეყნის 20 % კი ოკუპირებულია.
როგორც ირკვევა, აღნიშნული ჟესტის შემდეგ, შპს „მაკნატუნაში“ საგადასახადო სამსახური შევიდა.
გარდა ამისა, „მაკნატუნას“ ხელმძღვანელი დავით ფხაკაძე, „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ მისი ძმა, თორნიკე ცერცვაძე, რომელმაც ანტისაოკუპაციო აქციაზე იმყოფებოდა და მზესუმზირას არიგებდა, სარაგბო კლუბ „ლელოდან“ გამოუშვეს.
„თავდაპირველად 5 თვის წინ შემოვიდნენ, შეგვამოწმეს, ინვენტარიზაცია გაგვიკეთეს. მერე მთელი ეს პერიოდი გაჩუმებულები იყვნენ. ახლა ისევ გააქტიურდნენ, ყველა დოკუმენტაცია მოითხოვენ. სავარაუდოდ, ჩვენს ქმედებას უკავშირდება. ჩემი ძმა მორაგბეა და ისიც დაითხოვეს. თორნიკემ რუსთაველზე მიიტანა ეს შეფუთვები, როგორც ჩანს ეს დააფიქსირეს და მეორე დღესვე ჩვენთან შემოვიდნენ“- აცხადებს დავით ფხაკაძე.
მასალის გამოყენების პირობები






