როგორც დავით ქაცარავამ „ნიუპოსტთან“ განაცხადა ის ადგილზე შეეცდება ვითარების გარკვევას. მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია მოახდინოს საზოგადოების მეტად ინფორმირებულობა და შეძლოს ვითარების განმუხტვა.
„ეს საკითხი რა თქმა უნდა მოგვარებადია, მთავარი პრობლემა მიმჩნია, არის ის, რომ ხელისუფლება საზოგადოებას არ აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას. ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეება უდაბნოს კელიებიდან ხატები გაიტანეს, როგორც სჩანს ამან ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია. იმედია ვითარება დამშვიდდება, თუმცა, ვიმეორებ, ეს არის ხელისუფლების ბრალი, რაც ხალხთან კომუნიკაციის არარსებობითაა გამოწვეული“ - აცხადებს დავით ქაცარავა.
ქაცარავა დღეს სოციალურ ქსელში წერდა, რომ დავით გარეჯში ვითარება იყო დაძაბული.
„ვითარება გარეჯში დაიძაბა!!
მას მერე, რაც რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს კელიებიდან ამოიტანეს ხატები და გადმოსცეს ჩვენ მესაზღვრეებს, გზავნილით რომ უდაბნოს კელიები აღარაა საქართველოს საკუთრება და აწი ჩვენ ქართველებს აღარაფერი გვესაქმება იქ, რეაგირება ხელისუფლების მხრიდან იყო ნულოვანი.
დღეს, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გაყარეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კელიების მიმდებარე ტერიტორიიდან.
მათი გზავნილით - "აწი ჩვენ მივხედავთ!"
რაც ეხლა ხდება გარეჯში ჩვენი ხელისუფლების ბრალია!!!
არანაირი კომუნიკაცია ხალხთან!!!
ვხედავთ მხოლოდ დათმობის პოლიტიკას!
არც ეხლა მიხედავთ ამ პრობლემას?
მე წავედი გარეჯში.
ყველამ თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, როგორ მოიქცევით!
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“ - წერდა დავით ქაცარავა.
მასალის გამოყენების პირობები






