"ქალბატონო ინგა გრიგოლია, ბოდიშს გიხდით " - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე
პოლიტიკა - 17:41, 14 Jul, 2019     1992
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელმაც ინგა გრიგოლიას მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა, ჟურნალისტს საჯაროდ უხდის ბოდიშს.

"ჩემო მეგობრებო, ძვირფასო ადამიანებო, ალბათ აკვირდებით ჩემს გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს , უამრავი თქვენგანი პირადად მეხმიანება, ზოგიც საჯაროდ ცდილობს ჩემს დაცვას, ყველა საკუთარ აზრს გამოთქვამს, კამათობენ, დაობენ... მაშინ როცა ისედაც უამრავი პრობლემაა ჩვენს გარშემო , დაპირისპირების დამატებითი საფუძველი ნამდვილად აღარ გვჭირდება. ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ და საზოგადოების თითოეული წევრის ღირსებას, ამიტომ ვერ დავუშვებ კიდევ ახალ კონფლიქტს ჩემი მიზეზით.
მიუხედავად იმისა,რომ ჩემი მეგობრული ხუმრობა მის ადრესატს საერთოდ არ სწყენია, პირველ რიგში მას ვუხდი ბოდიშს, შექმნილი უხერხულობისთვის. ბოდიშს ვუხდი ჩემს კოლეგებს პარტია ქართული ოცნებიდან, რომლის იმიჯსაც შეეხო ეს აჟიოტაჟი ,რომლის წარმატებისთვისაც ბევრი მიბრძოლია და კიდევ ვიბრძოლებ, რადგან მჯერა, რომ ერთადერთი პარტიაა პოლიტიკურ ასპარეზზე და სწორედ ქართულმა ოცნებამ დააყენა საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე. დიახ, ქართული ოცნების მონაპოვარია სიტყვის თავისუფლება, რომელიც ხშირად ერთმანეთის და ქვეყნის შეურაცხყოფაში გვერევა.
ჰოდა რახან ხანდახან შეცდომებს ვუშვებთ, ქალბატონო ინგა გრიგოლია, ბოდიშს გიხდით თუკი ჩემი დაწერილი კომენტარი საკუთარ შეურაცხყოფად და დისკრიმინაციად მიიღეთ. ბოდიშს გიხდით რადგან პატივს ვცემ ჟურნალისტის პროფესიას და ამაში ჩემი მეგობარი ჟურნალისტები დამეთანხმებიან.
ბოდიშს გიხდით როგორც ქალს, რადგან როგორც მამაკაცი, ქალისათვის ბოდიშის მოხდაში ვერაფერს დამამცირებელს ვერ ვხედავ... და აქვე ბოდიშს ვუხდი ჩემს მეუღლეს, რომელიც ამ თვეში კიდევ ერთხელ გახდება დედა და ბოლო დღეებია ჩემს გამო ისმენს უამრავ ლანძღვას და გინებას. .. იმედს ვიტოვებ, ჩვენს შვილებს ისეთ ქვეყანაში მოუწევთ ცხოვრება, სადაც ადამიანები ერთმანეთს არ უპირისპირდებიან, სადაც მეგობრული მიმოწერები პოლიტიკური სპეკულირების საგანი არ ხდება და სადაც ყველამ იცის თავისი ფუნქცია და ადგილი" - წერს ონიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრთან ინტერვიუს მიმდინარეობისას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა, ინგა გრიგოლიას მისამართით უცენზურო კომენტარი გააკეთა.

"ინგა უჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის" - დაწერა ლევან ონიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42