"ოთო, ფრთხილად... შენი განცხადებები ბანს არ უნდა აძლევდეს ხელისუფლებას... მწვადის და შამფურის გაფრთხილებაში თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროს" - ნიკა მელია ოთო კახიძეს
პოლიტიკა - 15:12, 14 Jul, 2019     3942
“იემსის“ წარმომადგენლის, სოფო ვერძეულის, განცხადებას იმის შესახებ, რომ 20 ივნისს 10 საათიდან აქცია გახდა ძალადობრივი “ევროპული საქართლოს” წევრი ოთო კახიძე ეხმაურება და წერს, რომ როცა ვერძეული ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე საუბრობდა “ნაციონალური მოძრაობა” უნდა დაეკონკრეტებინა.

“ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე ცუდად თქვა – ნაციონალური მოძრაობა უნდა დაეკონკრეტებინა და მანდაც გადღაბნა გზავნილი, მაგრამ მის სტატუსში საკვანძო იყო “აქცია ძალადობრივი გახდა”, რითიც აგრესიულ ჯგუფთან ერთ ქვაბში ჩაყარა მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც არც შეხებაში იყვნენ პოლიციასთან და წესიერად არც იცოდნენ, რა ხდებოდა.” – დაწერა კახიძემ ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის პოსტის კომენტარში, რომელშიც მეტრეველი ვერძეულის განცხადებას განიხილავდა.


"ევროპული საქართველოს" წევრმა ასევე დაწერა, რომ პარლამენტის ეზოში შესვლის მოწოდება არ არის ნორმალური ქმედება.

” მერე? ამით რისი თქმა გინდათ? პარლამენტის ეზოში მშვიდობიანად შევიდეთო, ეგ ნორმალური მოწოდებაა?"...
კახიძის ამ კომენტარს ნიკა მელია გამოეხმაურა და ოთო კახიძის მისამართით თქვა, პარტიულ კბენებზე მაღლა უნდა დადგეს.

“ოთოს ვენაცვალე, მე რა განცხადებებიც ვაკეთე, სრულიად მაქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც, აი, შენი განცხადება კი, ახლა მაინც, როცა საარჩევნო პერიოდი არაა, როგორღაც პარტიულ კბენებზე უნდა ამაღლდეს და მეტიც, ბანს არ უნდა აძლევდეს და ექოსავით არ უნდა ვიმეორებდეთ იმას, რასაც ეს ხელისუფლება გაიძახის. ფრთხილად ვიყოთ, ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროს. პ.ს. ისე პირველი დღეები სულ იმას ვამბობდი 9 აპრილის შემდეგ კომპარტიის პროპაგანდა ლიდერებს აბრალებდა უპასუხისმგებლო, პროვოკაციული განცხადებების კეთებას და შესაბამისად სისხლისღვრას. ცოტაც და შენც მანდ ხარ. უბრალოდ ის კომპარტია იყო და შენ ოპოზიციაში ხარ ” – დაწერა ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42