" როგორც კი დაგვიბარებენ, გამოკითხვაზე გამოვცხადდებით და გამოძიებას მივაწვდით ყველაფერს, რაც იმ ღამეს ხდებოდა" - ნათია მეზვრიშვილი
პოლიტიკა - 10:32, 14 Jul, 2019     790

როგორც კი დაგვიბარებენ, მინისტრის მოადგილეებიც და შესაბამისი ხელმძღვანელობაც გამოკითხვაზე გამოვცხადდებით და გამოძიებას მივაწვდით ყველაფერს, რაც იმ ღამეს ხდებოდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ხაზი ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ შესაძლო გადაცდომებზე გამოძიების შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს და ეს გამოძიება პროკურატურაში მიმდინარეობს.

„სამოხელეო დანაშაულს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იძიებს და ვერც გამოიძიებს, უბრალოდ არ არის ეს ჩვენი მანდატი. გამოძიებას საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს. ჩვენმა გენერალურმა ინსპექციამ ორ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით გადააგზავნა შესაბამისი მასალები პროკურატურაში“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ უწყება დაინტერესებულია გამოძიება სწრაფად წარიმართოს.

„ჩვენს ინტერესშია, რომ ეს გამოძიება სწრაფად დასრულდეს და თუ რეალურად შესაბამისი მტკიცებულებების სტანდარტით დადასტურდება, რომ უფლებამოსილების გადამეტების კონკრეტულ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა, რა თქმა უნდა, შესაბამისი შედეგები უნდა დადგეს და ეს პირველ რიგში ჩვენს ინტერესშია. ეს არის, რაზეც საზოგადოებას კითხვის ნიშნები აქვს და მედიასაშუალებებით გავრცელებული სამწუხარო ფაქტები ვიხილეთ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მეზვრიშვილმა აქვე აღნიშნა, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობა მზადაა, ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად.

,,როგორც ჩვენთვის ცნობილია, პოლიციელების დაკითხვები პროკურატურაში უკვე დაწყებულია. არანაირი პრობლება არ გვაქვს – როგორც კი დაგვიბარებენ, მინისტრის მოადგილეებიც და შესაბამისი ხელმძღვანელობაც გამოკითხვაზე გამოვცხადდებით, დასამალი არაფერი გვაქვს. საგამოძიებო უწყებას მივაწვდით აბსოლუტურად ყველაფერს, რაც იმ ღამეს ხდებოდა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42