"დღეს საქართველოში 14 ათასზე მეტი მეზღვაურია და ჩვენ უნდა ვისწრაფოთ, რომ ეს ციფრი სულ მცირე გავასამმაგოთ" - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 17:11, 13 Jul, 2019     841

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. მინისტრთან ერთად ღონისძიებას დაესწრნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი თამარ იოსელიანი და სხვა ოფიციალური პირები.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ქართველ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს იმ ღირსეულიწვლილისთვის, რომელიც მეზღვაურებს საქართველოსა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეაქვთ.

„თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესიის წარმომადგენლები, უმაღლესი რანგის პროფესიონალები, იმ იშიათი პროფესიის წარმომადგენლები, ვისაც აქვსშესაძლებლობა ლეგალურად დაასაქმოს ქართველი ადამიანები საზღვარგარეთ და მისასალმებელია, რომ ჩვენს სასწავლებლებში აღზრდილი პროფესიონალი მეზღვაურები ძალიან დიდი მოთხოვნით სარგებლობენ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ქართველ მეზღვაურებს დღეისათვის 50 ქვეყნის, მათ შორის 20 ევროპული ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე აქვთ ცურვის უფლება და ეს არის ისნიშნული, საითკენაც ყველა სხვა პროფესიაში უნდა ვისწრაფოდეთ.

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ყოველწლიურად 200 მილიონზე მეტი შემოგაქვთ ჩვენი ეკონომიკის გასამყარებლად, რისთვისაც თქვენი მადლიერები ვართ", - განაცხადანათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გამოხატა იმ პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის, რომლითაც მომავალ მეზღვაურებს ზრდიან ქართველიპედაგოგები.

„საქართველოში მეზღვაურობის სფეროში განათლებოს სისტემა 150 წელზე მეტს ითვლის. დღეს არსებულ სამ სასწავლებელს უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენი მეზღვაურებისწარმატებაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს სასწავლებლები, კიდევ უფრო მიმზიდველი, უფრო მეტად საინტერესო და პორფესიონალურიგავხადოთ თქვენი აღზრდა, რომ რაც შეიძლება მეტი მეზღვაური შეემატოს ჩვენს რიგებს. დღეს 14 ათასზე მეტი მეზღვაურია, ვინც საქართველოს სახელს პროპულარიზაციასუწევს ქვეყნის გარეთ და ჩვენ უნდა ვისწრაფოთ, რომ ეს ციფრი სულ მცირე გავასამმაგოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა წლევანდელი წლის კამპანიას „მეტი ქალი გემზე" და აღნიშნა, რომ როგორც მთავრობის წევრი, როგორც ქალი-მინისტრი ყველანაირადმხარს უჭერს მეზღვაურ ქალთა განვითარებასა და დასაქმებას.

„ეს არის ძალიან საპატიო პროფესია, რომელიც მეტ შესაძლელობას ქმნის ქალბატონების დასაქმების კუთხით და ამ მამაკაცურ პროფესიასაც მხოლოდ გააკეთილშობილებს დაწაადგება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ოფიციალური მისალმებების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მინისტრმა ნათია თურნავამ ღირსების მედლით დააჯილდოვა საზღვაო საქმის წარმომადგენლები ნათია ლაბაძე და ლუიზა წვერავა, აგრეთვე საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კაპიტნები იური ქადარია და თამაზ იმერლიშვილი და უფროსი - მექანიკოსი იური ქორიძე.

მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საყვირების ფონზე ზღვაში გვირგვინის ჩაშვებით დასრულდა, რითიც ზღვაში სამსახურის დროს გარდაცვლილ საზღვაოდარგის პროფესიონალებს პატივი მიაგეს. ასევე ნავმისადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა „მეზღვაურთა სკვერი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42