"არც ერთ მათგანს ერთი მტკაველი ვენახი არ გააჩნია და არც ერთი არ არის მეღვინე" - ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც 12 ივლისს "რუთავი 2-ის" შენობასთან აქცია გამართეს
პოლიტიკა - 16:34, 13 Jul, 2019     10457
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-თან" გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება მოახდინა.


გიორგი ბოტკოველის განცხადებით, 12 ივლისის აქციაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და რეგიონებიდან ჩამოყვანილი საჯარო მოხელეები იმყოფებოდნენ.

„ჩვენ იდენტიფიცირებული გვყავს აბსოლუტურად ყველა ადამიანი და არაერთმა ტელევიზიამ უკვე გააჟღერა ამ ადამიანების სახელები და გვარები. სახეზე გვყავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ერთ-ერთი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს წევრი და მასთან ერთად არაერთი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი, რომლებიც პირდაპირი დავალებით სუს-ის ორგანიზებით შეიკრიბნენ და ეს არ დაწყებულა გუშინდელ დღეს. ბოლო 10 დღის განმავლობაში ხელისუფლება, სუსი ცდილობს, რომ დააძალოს მოსახლეობას, გამართოს აქციები და ამის ფაქტები გვქონდა ჩვენ სიღნაღის რაიონში, ყვარლის რაიონში.

ესენი არიან ლევან გრემელაშვილი, მის გვერდით ქევხიშვილი, რომელიც იყო ძველი მხედრიონელი არიან ორივენი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები, რომლებიც პირდაპირ სუს-ის ორგანიზებით არიან წამოსულები აღნიშნულ აქციაზე. არც ერთ მათგანს ერთი მტკაველი ვენახი არ გააჩნია და არც ერთი არ არის მეღვინე“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

12 ივლისს "რუთავი 2-ის" შენობასთან აქცია კახელი მეღვინეების სახელით გაიმართა. თუმცა ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებამ ტელევიზიის წინააღმდეგ პარტიის აქტივისტები გამოიყვანა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42