„ქართველები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, სად არის დასავლეთი?" - სალომე სამადაშვილის წერილი „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა
პოლიტიკა - 12:59, 13 Jul, 2019     4252
„ქართველები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, სად არის დასავლეთი?" - გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის, წერილი „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა.

სამადაშვილი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და წერს, რომ საქართველოს დასავლური მომავლისთვის ფუნდამენტური პრობლემა უფრო დიდია, ვიდრე გავრილოვი ან გახარია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის მართვის სისტემას იმეორებს, მაგრამ ამის შედეგი რუსეთზე ასჯერ უფრო პატარა საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებას ჰგავს.

"თუ ივანიშვილი წარმატებას მიაღწევს დემოკრატიის განადგურებაში, ეს იქნება პუტინის გამარჯვება და საქართველოს ტრაგედია. უფრო მეტიც, ეს იქნება დანაკარგი რეგიონში ამერიკული და ევროპული ინტერესებისთვის. ქართველი ხალხი ისევ და ისევ ირჩევს დასავლეთს, ახლა დასავლეთმა უნდა აირჩიოს საქართველო. დროა, ივანიშვილს შეახსენონ, რომ დასავლეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება, მასთან ერთად ან მის გარეშე,"- წერია სტატიაში.

სამადაშვილი ასევე წერს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა ნათელი მესიჯი უნდა გააგზავნონ, რომ ივანიშვილმა პირობა შეასრულოს და ჩაატაროს სრულად პროპორციული არჩევნები, შეწყვიტოს მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის კრიტიკა და საჯაროდ აღიაროს, რომ მზადაა, დათმოს ძალაუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით, როგორც ეს 2013 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

"არსებობს ორი შესაძლო შედეგი: პუტინის არალიბერალიზმის მორიგი გამარჯვება ან შანსი, დაუმტკიცოს, რომ ის არასწორია." - წერია სალომე სამადაშვილის სტატიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42