" პროტესტი სპონტანური იყო - იმ მომენტამდე, სანამ ის პოლიტიზირებული გახდებოდა" - ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი პოლიტიზებულია
პოლიტიკა - 12:46, 13 Jul, 2019     681
ტელეკომპანია „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტის შესახებ ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს პროტესტი პოლიტიზებულია და იგი ამაში ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ადანაშაულებს.

გერმანული ტელეკომპანიის ჟურნალისტი დაინტერესდა, აქვს თუ არა პირადი კონტაქტები კრემლთან, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა უარყოფითი პასუხი გასცა.

„ვფიქრობ, რომ პროტესტი სპონტანური იყო - იმ მომენტამდე, სანამ ის პოლიტიზირებული გახდებოდა. ამ პოლიტიზირებას ახლაც აქვს ადგილი. ჩემი აზრით, ამის მიზეზია კონფლიქტის ღია ჭრილობა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რაც ჩვენში და ჩვენს ევროპელ პარტნიორებში უნდა იწვევდეს ღრმა შეშფოთებას. პრობლემების გადაუჭრელობა, გაყინული ვითარება - ადამიანები დიდხანს ამას ვერ შეეგუებიან. ქართველები ამაყი ხალხია. საქართველოს ისტორია გვაჩვენებს, რომ ადრე თუ გვიან ეს საკითხი უნდა დავარეგულიროთ," - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ აქციის მონაწილეების მთავარი დაკვეთა ტერიტორიების დეოკუპაცია და ამ მიზნით რუსეთთან მოლაპარაკების ფორმატის შეცვლაა.

„საქართველომ საბოლოოდ და ოფიციალურად თქვა უარი ძალის გამოყენებაზე - და ამაში ჩანს ჩვენი რეალისტური მიდგომა ვითარებისადმი. ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს დიპლომატიური საშუალებები იმისთვის, რომ მოაგვაროს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, რადგან არ გაგვაჩნია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ. ჩემი აზრით, სწორედ ამის მოტანა უნდოდათ ჩვენამდე პროტესტის მონაწილეებს - ჩვენ ყველამ ერთად რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად "ჟენევის ფორმატში". ამ ფორმატმა თანდათან დაკარგა, არა, მნიშვნელობა არა, რადგან სხვა ფორმატი არ არსებობს და ის ჩვენთვის უკიდურესად საჭიროა - თუმცა, საჭიროა, მისი ახალ პოლიტიკურ დონეზე აყვანა, რომ მან რეალურად იმუშაოს. მან უნდა გადაწყვიტოს პრობლემები და არა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის საკითხები განიხილოს. სწორედ ასეთი იყო სიგნალი, რომელიც წამოვიდა საქართველოს ქუჩებში მყოფი პროტესტის მონაწილეებისგან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42