ვისთვის იქნება თბილისში პარკირება უფასო - 1-ლი აგვისტოდან საათობრივი პარკირების პროექტი იწყება
პოლიტიკა - 20:55, 12 Jul, 2019     1365

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში მოსახლეობის რეგისტრაციისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით, კოტე აფხაზის ქუჩაზე მუნიციპალური პავილიონია განთავსებული. აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას მიაწოდა და მოსახლეობას დარეგისტრირებისკენ მოუწოდა.

კახა კალაძის თქმით, ნებისმიერი დაინტერესებული პირი მუნიციპალურ პავილიონში მიიღებს სრულ ინფორმაციას, თუ როგორ ისარგებლოს უფასო პარკირებით, როგორ დარეგისტრირდეს ვებგვერდზე www.parking.tbilisi.gov.ge, სადაც საკუთარი ავტომობილის ნომერი უნდა მიუთითოს.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული მიდგომა, ეტაპობრივად, თბილისში სხვა ქუჩებზეც გავრცელდება.

„ყველას გვაწუხებს დედაქალაქში არსებული საცობები, ის, რომ შეუძლებელია ცენტრალური ქუჩებსა და უბნებში ავტომობილების გაჩერება. გვინდა, ეს პრობლემა გადაიჭრას. ხშირად ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ახალი ველოსიპედის გამოგონებას ნამდვილად არ ვაპირებთ. უბრალოდ ვგეგმავთ, ევროპულ ქალაქებში განხორციელებული პროექტები ჩვენს დედაქალაქშიც დავნერგოთ. 1 აგვისტოდან ვიწყებთ საპილოტე პროექტს საათობრივი პარკირების შემოღებასთან დაკავშირებით. ამ მიზნით ავიღეთ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და მისი მიმდებარე ქუჩები, რათა პირველ ეტაპზე აქ განხორციელდეს საათობრივი პარკირება. მნიშვნელოვანია ის, რომ კოტე აფხაზის ქუჩის მცხოვრებლებისთვის პარკირება იქნება სრულიად უფასო. ამისთვის საჭიროა, სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის მეშვეობით, დარეგისტრირდნენ სპეციალურ ვებგვერდზე. ამასთან, კოტე აფხაზის ქუჩაზე განვათავსეთ სპეციალური საინფორმაციო ჯიხური, სადაც ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ექნება მიიღოს სრული ინფორმაცია ამ პროექტთან დაკავშირებით. პარკირება ასევე უფასო იქნება შშმ პირებისთვის, ელექტროავტომობილების მფლობელებისთვის და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეომიმართვაში დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობას.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე იმყოფებოდა, რომელმაც მოსახლეობას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა ზონალური პარკირების დანერგვის პროცესთან დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა, რეგისტრაცია შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელადაც, ინტერნეტის მეშვეობით, მაგრამ ჩვენ მაინც მოვაწყვეთ მუნიციპალური პავილიონი, რათა ადგილობრივ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მოემსახურონ, დაეხმარონ მათ რეგისტრაციის გავლაში და საჭირო ინფორმაციის მიღებაში. ასევე, კოტე აფხაზის ქუჩაზე არ დადიოდა ავტობუსი და ჩვენი დავნიშნეთ რამდენიმე ახალი მარშრუტი, რომ აღნიშნულ ქუჩაზე მუნიციპალურმა ავტობუსმა იმოძრაოს. ეს არის ერთიანი კონცეფციის ნაწილი, რათა ადრე თუ გვიან, ჩვენ უფრო მეტად მოვიხმაროთ საზოგადოებივი ტრანსპორტი და ნაკლებად დავაბინძუროთ ჩვენი დედაქალაქი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვებგვერდზე www.parking.tbilisi.gov.ge უკვე დარეგისტრირდა 114 პირი, ხოლო საინფორმაციო ჯიხურში 150-მდე პირს გაეწია კონსულტაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42