ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილის განცხადებით აუცილებელია, რომ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის წლების მანძილზე ქუცნაშვილის საქმიანობას სწორედ მართლმადიდებლური ფორუმის ფარგლებში. ამ განცხადებით სამადაშვილი იმ წერილს გამოეხმაურა, საიდანაც ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 2 წლის წინ საქართველოს ელჩები საგარეო უწყებას აფრთხილებდნენ, რომ ქუცნაშვილი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა.
„მიმაჩნია, რომ ზალკალიანიც უნდა გადადგეს თანამდებობიდან ისევე, როგორც გახარია. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ აქტს, რაც იყო გავრილოვის ვიზიტი საქართველოში, ყველა კომპონენტის ჩათვლით, მათ შორის, შეისწავლის წლების მანძილზე ქუცნაშვილის საქმიანობას სწორედ ამ ფორუმის ფარგლებში. რუსეთის ეკლესია ეს არის პუტინის გავლების პირდაპირი მექანიზმი, რბილი ძალის მექანიზმი და თანამშრომლობა ამ ძალის გამოყენების მიზნით, ეს არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






