შემოსავლების სამსახურმა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების დაძმობილების პროექტისადმი მიძღვნილ ფორუმს უმასპინძლა
პოლიტიკა - 19:12, 12 Jul, 2019     678
12 ივლისს, სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მიმდინარე ევროკავშირის ტექნიკური დახმარების დაძმობილების პროექტის - „სატრანზიტო სფეროში ევროკავშირის კონვენციებთან საქართველოს მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ამოქმედების მხარდაჭერა“ - ცნობადობის ამაღლებისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს; შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეებმა ირაკლი შარტავამ და ვლადიმერ ხუნდაძემ, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა. ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ პარტნიორი ქვეყნების (ლატვიის, ფინეთისა და პოლონეთის) საბაჟო ადმინისტრაციების ექსპერტები, ხოლო არსებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საპატიო სტუმრის სტატუსით ფორუმს თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი ეწვია.


ღონისძიება გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა.

მისი თქმით საბაჟო დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს რათა გახდეს ევროკავშირის სატრანზიტო ოჯახის წევრი.

,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს რათა გახდეს ევროკავშირის სატრანზიტო ოჯახის წევრი, რაც ითვალისწინებს, როგორც საკანონმდებლო კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას, ასევე ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების დანერგავს. შედეგად კი მივიღებთ, ეფექტიან და უსაფრთხო სატრანზიტო სისტემას, ვაჭრობის წახალისებას, კონტროლის გამარტივებულ პროცედურებს“, - აღნიშნა მამუკა ჯანგულაშვილმა.

წარმოდგენილი პრეზენტაციებისა და გამოსვლების მიმდინარეობისას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პროექტის ლიდერმა პირიო კოტრომ, ბენეფიციარი სახელმწიფოს პროექტის ლიდერმა სამსონ ურიდიამ, შემოსავლების სამსხურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ არახამიამ და პროექტის რეზიდენტმა მრჩეველმა არტო ლილმანმა აღნიშნული პროექტის მიზანი და მომავალი შედეგები სადისკუსიო პანელის ფორმატში განიხილეს.

ფორუმის მიზანია სატრანზიტო სფეროში ევროკავშირის კონვენციებთან საქართველოს მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) დანერგვის შესახებ ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42