"ის, ვინც დღეს გახარიას გადადგომას ითხოვს, ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმით აღების მცდელობა გაამართლოს"- იზორია
პოლიტიკა - 18:46, 12 Jul, 2019     947

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მისი კოლეგის შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნას ეხმაურება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი თქმით, ის, ვინც დღეს გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს, ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობრივი შტურმით აღების მცდელობა ნაწილობრივ მაინც გაამართლოს.

„ის, ვინც დღეს მინისტრ გახარიას გადადგომას ითხოვს, ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობრივი შტურმით აღების მცდელობა ნაწილობრივ მაინც გაამართლოს. ნაციონალურ მოძრაობას და მის ყველა ფრთას აქვს სურვილი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს თითქოს არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, რაც შსს მინისტრის გუშინდელი გამოსვლით სრულიად გაბათილდა. 20 ივნისს აქციისას შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი მოქმედებდნენ კონსტიტუციისა და კანონის დაცვის ვალდებულების შესაბამისად. სახელმწიფოს ვალდებულებაა ერთის მხრივ გამოხატვის თავისუფლების დაცვა და მეორეს მხრივ მართლწესრიგის უზრუნველყოფა. პოლიციამ უზრუნველყო ორივე ვალდებულების შესრულება. ყველა კითხვა შესაძლო გადაცდომებზე აუცილებლად უნდა იყოს და მე დარწმუნებული ვარ, იქნება პასუხგაცემული. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში ქვეყნისთვისაა საშიში პოლიციის დელეგიტიმაციის მცდელობა, რასაც ოპოზიციის დიდი ნაწილი დღეს რეალურად აკეთებს. ნებისმიერი ასეთი მცდელობა არის ანტისახელმწიფოებრივი განზრახვა, ვინაიდან პირდაპირ ემსახურება ქვეყანაში დესტაბილიზაციის უზრუნველყოფას.“- განაცხადა ლევან იზორიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42