„ერთ მხარეს არის მეხუთე კოლონა ნაცმოძრაობის სახით, მეორე მხარეს - ხელისუფლება, შს მინისტრი და პოლიცია, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს"- მდინარაძე
პოლიტიკა - 18:25, 12 Jul, 2019     1008
„გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა პასუხისმგებლიანი მინისტრის გამოსვლა, რომელიც არ გაურბის არცერთ კითხვას და, მით უმეტეს, პასუხისმგებლობას", - აღნიშნა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 11 ივლისის გადაცემის- "რეაქცია" - პირდაპირ ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.


მამუკა მდინარაძის მოსაზრებით, ნიშანდობლივია ისიც , რომ გიორგი გახარიას გამოჩენა კიდევ უფრო მეტ ისტერიკაში აგდებს ნაციონალურ მოძრაობას, რადგან როგორც დეპუტატი ამბობს, „არც სიმართლეა მათ მხარეს და არც ელემენტარული პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ თავიანთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე. ერთ მხარეს არის დესტრუქციული, რევანშისტული, მეხუთე კოლონა ნაცმოძრაობის სახით, ხოლო მეორე მხარეს ხელისუფლება, კონკრეტულ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიცია, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს, იცავს სახელმწიფოს და მის მომავალს. რა თქმა უნდა, უმძიმესია შემთხევები, როცა მოქალაქეებმა და პოლიციელებმა მიიღეს ძალიან სერიოზული დაზიანებები, რასაც უსწრაფესი გამოძიება და ბოლომდე ზრუნვა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან", -განმარტა მამუკა მდინარაძემ. მისი განცხადებით, 20 ივნისს შეუძლებელი იყო ნაცმოძრაობის მიერ ორგანიზებული შტურმის მოგერიება ლეგიტიმური ძალის გამოყენების გარეშე პოლიციელის მხრიდან.

„აუცილებელია გავარჩიოთ პოლიციის მიერ გამოყენებული ლეგიტიმური ძალა, რომლის საჭიროება არავის მხრიდან არ დამდგარა ეჭვქვეშ, და სხეულის დაზიანების ის ფაქტები, რომელთა აუცილებელი გარემოებები შესაძლოა არ იყო, რაზეც გამოძიებამ ძალიან მალე უნდა გაგვცეს კონკრეტული პასუხები", - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42