“ყველასთვის ცნობილია, რომ 20 ივნისის საღამოს მე პარლამენტთან ვიმყოფებოდი. იქ ვესაუბრე მედიის წარმომადგენლებს და ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდე.
რა თქმა უნდა, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელი პირების მისაღები იყო. ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ეხება 20 და 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, უნდა გაეცეს პასუხები ამისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად”, - აცხადებს გერმანიის ელჩი.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხაებამ შესაძლოა დიპლომატიური სკანდალი გამოიწვიოს. გიორგი გახარიამ გუშინ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს, როცა მომიტინგეები დაარბიეს ის სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან ერთად პარლამენტში იმყოფებოდა და განვითარებულ მოვლენებს სწორედ მათთან ერთად აკვირდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






