„საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი ან ციხეში უნდა იყოს, ან კრემლის მარიონეტი ივანიშვილის რეჟიმი უნდა წავიდეს“ - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 16:37, 12 Jul, 2019     1327
20 ივნისის ღამის მოვლენებში მოძალადე სწორედ გახარია-ივანიშვილის ტანდემია - ასე ეხმაურება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა შს მინისტრის განცხადებას და ოპოზიციის ლიდერების დაკითხვაზე დაბარების ფაქტს.

ქარდავა გახარიას მიერ გადაცემა „არჩევანში“ გაკეთებულ იმ განცხადებასაც პასუხობს, სადაც მინისტმა თქვა, რომ „პოლიტიკოსობა ინდულგენცია არ არის“. ედპ-ი ლიდერი ამბობს, რომ ივანიშვილი ხელიუფლება 20 ივნისის შემდეგ ჩამოყალიბდა რეჟიმად, რომელსაც კარიკატურული დიქტატურის სახე აქვს.

„რა თქმა უნდა პოლიტიკოსობა ინდულგენცია არ არის და ეს არჩევანი ხელშეუხებლობისთვის არ გამიკეთებია. დაკითხვა კი არა, დაჭერაც დამიკიდია ქართული საქმის გამო და თანაც, შენნაირი კარიკატურული კი არა, ნამდვილი საბჭოთა დიქტატურის დროს. ასე, რომ მუქარას რა ფასი აქვს, როცა ის ანრი ფილიპ პეტენის სულიერი მემკვიდრეებიდან მოდის!“ - წერს ბაჩუკი ქარდავა ფეისბუქის გვერდზე.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე იმასაც განმარტავს, თუ რატომ მოითხოვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწებით დაკითხვა და რატომ თქვა უარი შს სამინისტროში მისვლაზე.

„გახარიას მიერ წარმოებული გამოძიების არ მჯერა, თავი თავს ხომ არ დასჯის? 20 ივნისის ღამეს მოძალადე მხოლოდ გახარია-ივანიშვილის ტანდემი იყო“ - ამბობს ქარდავა.

ქარდავას თქმით, იმ ფონზე, როცა ივანიშვილის ხელისუფლება არის კრემლის მარიონეტი, მისთვის ლოგიკურია, პროდასალური პოლიტიკური ოპოზიციის დევნა.

„დამოუკიდებლობის 28 წლის თავზე საქართველო კარგავს თავისუფლებას. ქვეყანას მართავს რუსეთთან მოთანამშრომლე მარიონეტი რეჟიმი. ამ ვითარებაში, ლოგიკურია პოლიტიკური ოპოზიციის დევნა. დღეს საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი ან ციხეში უნდა იყოს, ან კრემლის მარიონეტი ივანიშვილის რეჟიმი უნდა წავიდეს.“ - აცხადებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42