გია ვოლსკიმ დიპკორპუსის წარმომადგენლების განცხადებები ასე წაიკითხა:
„არ დაადასტურებს იმიტომ, რომ ეს არ არის თემა, რომელიც შეიძლება მსჯელობის საგნად იქცეს".
ვოლსკის ეჭვი არ ეპარება, რომ გიორგი გახარიამ სიმართლე თქვა. მისივე თქმით, შს მინისტრი თუ ჩათვლის საჭიროდ, ის თავად დაასახელებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვინაობას. ამასთან, ვოლსკი აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს პირადად მას გერმანიის ელჩის გარდა პარლამენტში არავინ შეხვედრია.
„რახან გახარიამ დაასახელა, ვიცე-პრემიერმა, თუ საჭიროდ თვლის, თქვას კიდევაც. მე პირველ სართულზე ვიყავი. ესენი - პოლიციის რაღაც გარკვეული ჯგუფი მესამე სართულზე იყო და ჩემი ოთახიდან ძალიან კარგად ჩანდა ყველაფერი. ელჩებთან ასეთი პირდაპირი კონტაქტი არ მქონია, მაგრამ საელჩოს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ იქ. გერმანიის ელჩი კადრებში მეც ვნახე და პირისპირაც ველაპარაკე,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






